მთავარიქრისტიანობამცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა

მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა მომდევნო ეტაპზე გადავიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მცხეთის გენერალური გენგეგმის კონცეფცია, რომელზეც კონკურსის წესით შერჩეული 8 საპროექტო კომპანიის გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეულმა ამხანაგობა „აქოლისმა“ უკვე მოამზადა მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.

„მოცემულ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციის სამომავლო განვითარებასა და დახვეწაზე მუშაობას, მის დამტკიცებამდე, უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გააგრძელებს. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მცხეთის მუნიციპალიტეტის და საბჭოში შემავალი სხვა უწყებების წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები