19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისაზოგადოებამცხეთაში ხალხმრავლობაა

მცხეთაში ხალხმრავლობაა

სამთავრო მცხეთაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული უამრავი მომლოცველი იმყოფება.ღირსი მამის გაბრიელ სალოსის ნეშტის გამობრძანება დღეს, 12:00 საათზე მოხდება. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და პარაკლისს გადაიხდის.

ქალაქში გადაკეტილია ქუჩები და შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იცავენ.

შეგახსენებთ, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა გვიან ღამით დაიწყო. მონასტერში იმყოფებოდნენ მხოლოდ მონაზვნები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საფლავის გათხრაში.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. არქივის სურათებს ნუ დებთ, თუ დადებთ მიმდინარე მოვლენების მაინც დადეთ. ხალხი შეცდომაში შედის, ეხლა ამ ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ ხალხი გალავნის შიგნითაა რასაც გარეთმყოფების გულისწყრომა შეიძლება მოჰყვეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები