მთავარიქრისტიანობამცხეთაში წმ. მამა გაბრიელის საფლავი გახსნილია

მცხეთაში წმ. მამა გაბრიელის საფლავი გახსნილია

მცხეთაში წმიდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნილია.

მეუფე ანდრიას თქმით, წმიდანის ნეშტი უკვე გამოჩნდა და ძალზე მალე გადასვენდება სპეციალურად მომზადებულ ლუსკუმაში, ამის შემდეგ დაბრძანდება ჯერ საფლავთან, ხოლო უწმიდესის მობრძანების შემდეგ სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში გადააბრძანებენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება მამა გაბრიელი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს.

სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე.

წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.

მცხეთაში დილიდან ხალხმრავლობაა. წმიდანისთვის პატივის მიგების მიზნით მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.

შეგახსენებთ, მამა გაბრიელის საფლავის გახსნა გვიან ღამით დაიწყო. მონასტერში იმყოფებოდნენ მხოლოდ მონაზვნები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საფლავის გათხრაში.

3 COMMENTS

  1. მამა გაბრიელის ნეშტი გაუხრცნელია ხო?

  2. ჯერ არ ვიცით მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ააქვს მას იმდენი სასწაული აქვს მოხდენილი მთელს ერს თავის თავზე აქვს გამოცდილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები