მთავარი » ჯანმრთელობა

მცენარეული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის უპირატესობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2014 | 7,536 ნახვა

ადამიანები საქართველოში უძველესი დროიდან მიმართავდნენ მცენარეული საშუალებებით მკურნალობის ფორმას. მკურნალობის ეს მეთოდი, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს, დღეს ნაწილობრივ მივიწყებულია. ქალბატონი ნინო თომაშვილი, პროფესიით ფარმაცევტია. გულყვითელა ის წლების განმავლობაში ადამიანებს მცენარეული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობს და დადებითი შედეგებიც აქვს. „ამბიონს“ ქალბატონი ნინო თომაშვილი თავად ესაუბრა:

„კაცობრიობის არსებობიდან არსებობს მცენარეული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი. მეთოდი, რომელიც ცნობილი იყო ექიმების, ძველი ექიმბაშებისგან ნაცადი და მიღებული გახლდათ შედეგებიდან გამომდინარე ცოცხალ ადამიანებზე.

მემატიანეებისგან ჩვენამდე მოაღწია სხვადასხვა ლიტერატურამ, განსხვავებული დასახელებით, მაგალითად კარაბადინი, იადიგარ დაუდი…, რომლებიც მოიცავს იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა საკითხს.

არ არსებობს საქართველოს რაიონი, განსაკუთრებით მთიანი სოფლები, სადაც დღესაც სამკურნალოდ მცენარეულ საშუალებებს არ იყენებდნენ. მთაში, სადაც უძველესი დროიდან, ექიმები არ იყვნენ, ადამიანები საკუთარი ძალებით მკურნალოდნენ თავს.

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის განკურნებაც მხოლოდ მცენარეული სამკურნალო საშუალებებით არ მიიღწევა, რადგან ქიმიურ სამკურნალო საშუალებებთან შედარებით ის მოქმედებაში გვიან შედის, მაგრამ პარალელურად მათი გამოყენებაც შესაძლებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანი შეიძლება ალერგიული იყოს ამა თუ იმ მცენარის მიმართ და მისმა ორგანიზმა არ მიიღოს კონკრეტული ბალახი.

ოდითგანვე, წყვილები შეუღლებამდე მცენარეული საშუალებებით იწმენდდნენ ორგანიზმს, რასაც ავტომატურად აკეთებდნენ, მამა-პაპისგან გადმოცემული რეცეპტებით. ხდებოდა შარდ-სასქესო ორგანოების, კუჭ-ნაწლავის და სხვა ორგანოების გაწმენდა… პოტენციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკვებებოდნენ სხვადასხვა მცენარით და რეპროდუქციული მომენტი იმდენად სრულყოფილი გახლდათ, რომ უშვილობა იმ პერიოდში იშვიათად გვხვდებოდა.

ლეშიჭამია ცხოველებიც კი, რომლებიც ხორცით იკვებებიან, ინსტიქტურად მისდევენ მკურნალობის ამ საშუალებას. დავუკვირდეთ, როცა ძაღლი მისი მრავალაძარღვა ორგანიზმისთვის დისკომფორტის შემქმნელ რაიმეს შეჭამს, ბალახს მიირთმევს, რომლის დახმარებითაც უკან ამოიღებს მიღებულ საჭმელს.“

რატომ არ ხდება აქტიურად მცენარეული სამკურნალო საშუალებებით მკურნალობა?

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ მცენარის სასარგებლო თვისების შესახებ. არ ასწავლიან სათანადოდ სკოლაში, სასწავლებელში. თუ არ ჩავთვლით ბოტანიკის საგანს, სადაც ზოგადი მიმოხილვები მაინც გაკეთებულია. მასწავლებლებმა მცირედით მაინც უნდა მიუთითონ მოსწავლეებს, თუ რაოდენ მდიდარია საქართველო მცენარეული სამკურნალო საშუალებებით. ადამიანი თავადაც უნდა იყოს დაინტერესებული თავისი ჯანმრთელობით და მოიძიოს ინფორმაცია ამის შესახებ. არ მეგულება ოჯახი, სადაც წინაპრების, ბებია–ბაბუებისგან არ ჰქონდეთ გადმოცემა მცენარეების სარგებლობის შესახებ.

ამავდროულად, მისასალმებელია, რომ ბოლო დროს გამოდის შესაბამისი სამედიცინო ლიტერატურა. გამოსულია კარაბადინის 6 ტომი და ადამიანმა შესაძლებელია მისი საშუალებითაც იხელმძღვანელოს, მაგრამ ისე როგორც მედიკამენტებით მურნლობისას, უნდა დავიცვათ დოზები. კონსულტაციისთვის უნდა მივმართოთ ფარმაცევტს, ან საკითხში კომპეტენტურ ადამიანს.

ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ და ბუნებრივ, ატმოსფერულ პირობებს შეგუებული ხარ, იქ მოსული მცენარე ყველაზე მისაღებია ორგანიზმისთვის. დღეს ბევრ სააფთიქო ქსელში სამკურნალო მცენარეები უკვე იყიდება, ასევე – ნახევრად მცენარეული დანამატებიც.

რა უპირატესობა აქვს მცენარეულო სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას?

დღეს მსოფლიოს მეცნიერების დიდი ნაწილი აქტიურად მუშაობს, რომ მედიკამენტების ნაცვლად ნაწილ–ნაწილ მოხდეს ორგანიზმის მცენარეული საშუალებებით მკურნალობა.

დავუკვირდეთ, C ვიტამინი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგოდ და პროფილაქტიკის მიზნით ძალიან სასარგებლოა და რომელსაც დრაჟეებისა თუ ტაბლეტების სახით ვიღებთ, მისი მხოლოდ 20 პროცენტი შეითვისება ორგანიზმის სასარგებლოდ. ამასთან, ასკილი და ლიმონი, გვირილა რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, მისი მიღებისას ორგანიზმი ითვისებს 80 პროცენტს. ის პირდაპირ კუჭ-ნაწლავიდან შეიწოვება და შედის ორგანიზმში…

მედიკამენტებით მკურნალობა, რა თქმა უნდა, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ პარალელურად შეგვიძლია, მცენარეული საშუალებებით ქიმიური ნივთიერების უარყოფითი თვისება დავთრგუნოთ.

არსებობს ისეთი ინფექციები, ვირუსები, რომლებიც მხოლოდ ანტიბიოტიკებით დაიძლევა. მაგრამ ანტიბიოტიკს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება – იწვევს დისბაქტერიოზს. ანტიბიოტიკი ჩვენი ორზანიზიმისთვის უსარგებლო ბაქტერიებთან ერთად კლავს მიკრობებს, რომლებმაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა იმუშაონ. შედეგად, ორგანიზმში უკუპროცესი მიდის. ღიზიანდება კუჭ–ნაწლავი, რომელიც არის მშენებელი ჩვენი ორგანიზმის და ის განაგებს კანის ფორმას, კბილების, ფრჩხილების, თმის მდგომარეობას და საერთოდ, შინაგანი ორგანოების განწყობასაც კი. ფიზიოლოგიურადაც დისკომფორტს განიცდი, გაქვს ტკივილი, არ ხდება საჭმლის მონელება სათანადოდ, ორგანიზმი სუსტდება და იმუნიტეტი ქვეითდება. შექმნილი პრობლემების პარალელურად, შეგვიძლია მივიღოთ მცენარეული სამკურნალო საშუალებები.

ქალბატონი ნინოს თქმით, ბავშვები დაბადებიდანვე უნდა მივაჩვიოთ ხილის, ბოსტნეულის ზომიერად მიღებას. ზრდასრულ ასაკშიც ადამიანი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, შემოდგომის პირამდე მცენარეული საკვებით, რათა ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს ზამთარს და უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რათა თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი ჯანმრთელი იყოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი