მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.
ჯვრის აღმართვამდე, მრევლმა ერთხმად აღავლინა ლოცვა და “კურთხეულო ღვთისმშობელო.”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მახათას მთაზე სიონიდან მობრძანდა, სადაც მან ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავისთვის – 2017 წლის 25 დეკემბრისთვის იგეგმება.

მეც ვიმყოფებოდი ჯვრის აღმართვაზე. ვილოცე და შემდგომ ვაკვირდებოდი იქაურობას. მრავალი ადამიანი მცირე ხანს ერთი შეხედვით ღვთისმოშისად თავჩაღუნული იდგა და გეგონებოდა დიდი რწმენით ლოცულობსო, რამოდენიმე ნაბიჯის დაშორებით ნაცნობი ნახა და საუბარი გამართეს იმაზე თუ რა “კარგი დრო გაატარეს” მეძავ ქალებთან ე.წ. საუნაში, მეორეგან მოვისმინე თუ რა მადგარ ცემა რესტორან შემოიხედე გენაცვალეში ვირაც გოკა, მესამეგან გავიგუ, რომ ისე მოაწყობენ საქმეს, რომ ვირაც ზურას სამსახურიდან გაგდებას გაუჩალიჩებენ. ყველაფერი ეს ძალიან ამაზრზენი და შემზარავი იყო, თანაც ბოლოს მამაოსთან მივიდნენ და ჯვარს ემთხვივნენ. საზიზღარი თვალთმაქცობა, მინდა განვაცხადო, რომ ტაძრებში ხალხის სიმრავლე სულაც არ მოასწავებს მორწმუნეთა ზრდას, ეს თავლთმაქცობის ზრდაა! საცოდაცი საქართველო რაოდენ დიდია შენს ხალხში ფარისევლობა!!!!!!!!!!!!!!!!!!!