12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობამახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებენ

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებენ

მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევა 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, შედგება. ჯვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხებს. ჯვრის მოლოცვა თბილისში მცხოვრებ და დედაქალაქში სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

მახათა

“საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტაძრის მშენებლობის ფონდი “ივერიისა” ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით უზრუნველყოფს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის შესაბამისად განათებას და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას”, – აცხადებენ ფონდში.

ამ მიზნით, “ვარდების მოედნიდან”, “გადასასვლელი ხიდიდან” და მეტრო “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიიდან 15:00 საათიდან მახათას მთის მიმართულებით უფასო ავტობუსები გადაადგილდებიან. 16:00 საათიდან კი მახათას მიმართულებით საპატრულო პოლიციის მიერ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.

“მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ, ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება”, – აცხადებენ ფონდში.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები