13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიჯანმრთელობამარწყვი გახდომაში დაგეხმარებათ

მარწყვი გახდომაში დაგეხმარებათ

სიმსუქნე მეტად გავრცელებული დაავადებაა. ის გამოწვეულია ჭარბი წონისადმი გენეტიკური მიდრეკილებით, ენდოკრინული დარღვევებით, მარწყვი არაჯანსაღი ცხოვრების წესით. სწრაფი კვება, მაგდონალდსი, კოკა-კოლა და სხვა მრავალი რამ სიმსუქნის მიზეზი ხდება, რაც უამრავი დაავადების საწინდარია. რა დაავადებებს იწვევს სიმსუქნე და როგორ ვებრძოლოთ მას? ამ თემაზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, გასტროენტეროლოგი მიმოზა კანკია:

“სიმსუქნე ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც კიდევ უფრო გახშირების ტენდენცია აქვს, ვინაიდან მისი გამომწვევი მიზეზები იზრდება და იგი სოციალურ ხასიათს იღებს. სიმსუქნე არა მარტო ,,ლამაზმანების“ სატკივარია, არამედ ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც მსუქნებში ათეროსკლეროზი 2-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება, თითქმის 3-ჯერ -ჰიპერტონული დაავადება, 1,5-ჯერ – გულის იშემიური დაავადება, 4-ჯერ – შაქრიანი დიაბეტი, 2-3 ჯერ – ვენების ვარიკოზული დაავადება, 4-ჯერ – პოლიოსტეოართროზი.

სიმსუქნე (Adipozitas) ორგანიზმში ცხიმის ჭარბი რაოდენობით დაგროვებაა. ეს ხდება ცხიმის დეპო ორგანოებში. ჭარბ წონას ყოველთვის თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის მოშლა და მძიმე დაავადებები.
კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს სიმსუქნის შემდეგი ფორმები:
1) ალიმენტური;
2) ენდოკრინული;
3) ცერებრული.

კლინიკურად გამოყოფენ სიმსუქნის 4 ხარისხს, მიმდინარეობის მიხედვით კი – 2 სტადიას: პროგრესულსა და სტაბილურს.

არსებობს სიმსუქნის 2 სახე: პირველადი, ანუ სპონტანური სიმსუქნე და მეორადი სიმსუქნე (სხვა დაავადების შედეგად განვითარებული).

სამკურნალო პროგრამა სიმსუქნის დროს:

მკურნალობა, ჩვეულებრივ, კომპლექსურად უნდა განხორციელდეს:

1) ეტიოლოგიური;
2) სამკურნალო კვება;
3) ფარმაკოლოგიური მკურნალობა;
4) ფიზიკური აქტივობის რეჟიმი და სამკურნალო ფიზკულტურა;
5) ფიზიოთერაპიული მკურნალობა, მასაჟი;
6) ფსიქოთერაპიული მკურნალობა;
7) გართულებათა მკურნალობა;
8) სანატორულ-კურორტული მკურნალობა;
9) ქირურგიული მკურნალობა.

თქვენს ყურადღებას ამჯერად შევაჩერებთ სამკურნალო კვებაზე, ანუ დიეტაზე: სეზონიდან გამომდინარე, არჩევანს მარწყვზე შევაჩერებ. მარწყვი ორგანიზმისთვის უდავოდ სასარგებლოა და მსუქანი თან გახდომაშიც გვეხმარება.
მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მარწყვი. 4 დღეში შეგიძლიათ 3 კგ დაიკლოთ, წარმატების საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს:

1) მარწყვი ორგანიზმში ცვლითი პროცესების ნორმალიზაციას ახდენს,
2) ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას,
3) მისი ატანა ადვილია, ვინაიდან ხანმოკლე დროს მოიცავს,
4) შარდმდენი ეფექტი აქვს კალიუმის შემცველობის გამო. ამიტომ წონაში დაკლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, წყალმარილოვანი ბალანსი არ ირღვეს და ხანგრძლივად მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას,
5) უარყოფით ემოციებს ანეიტრალებს მისი არომატი, ამიტომ დიეტას კარგი განწყობა ახლავს თან,
6) მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ კენკრად ითვლება, ქაცვთან და შტოშთან შედარებით, მასში შაქრის შემცველობა მინიმალურია, ამიტომაც ეს დიეტა ყველაზე ეფექტური და სასარგებლოა.

მხოლოდ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს გარკვეული სიფრთხილე მართებთ, ვინაიდან მარწყვმა შეიძლება ალერგიის პროვოცირება გამოიწვიოს“.

დავით დანელია

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს, რომელიც განგვიმარტავს მარწყვის დიეტის სარგებლობას დავამატებდი ერთსაც: 7) და ბოლოს_ მარწყვის სიძვირის გამო თქვენი ჯიბეც გამოცარიელდება(უმცირესობის გარდა) და იძულებული იქნებით შიმშილის დიეტა გააგრძელოთ. შედეგი ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ.
    მომიტევეთ ხუმრობისათვის!

    • შემდეგი სტატია: როგორ მოვიყვანოთ მარწყვი საკუთარ მიწაზე: ))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები