24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობადღეს მარიამობის მარხვა იწყება

დღეს მარიამობის მარხვა იწყება

მიძინებამარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.

მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო. მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება, სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი:

“მარიამობის მარხვა დაკავშირებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებასთან, რომელსაც წმინდა ეკლესია ძველი სტილით 15 ხოლო ახალი სტილით 28 აგვისტოს აღნიშნავს. ეს მარხვა ძველი სტილით 1–ლ, ხოლო ახალი სტილით 14 აგვისტოს იწყება.

მარიამობის მარხვა, ისევე, როგორც დანარჩენი მარხვები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სულისთვის. ვიცით, რომ თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იმარხულა უდაბნოში ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რითაც გვიჩვენა ადამიანებს მარხვის აუცილებლობა. რადგან თავად მაცხოვარს არ სჭირდებოდა მარხვა, ის ხომ თავად ქვეყნიერების შემოქმედია.

გიორგი სანამაშვილიმათეს სახარებაში, როდესაც მოციქულები ეშმაკეულს ვერ განკურნავენ და უფალს ეკითხებიან: “რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განკურნებად ეშმაკეულისა? ხოლო მაცხოვარმა ბრძანა – “ნათესავი ესე (იგულისხმება ეშმაკი) არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა”.

მარხვა მაცხოვარის ბრწყინვალე აღდგომისა და ამაღლების შემდეგ დაიწყეს წმინდა მოციქულებმა, როდესაც მათზე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდა გადმოვიდა. აქედან უკვე დადგინდა პირველად აღდგომის მარხვა. შემდგომ კი მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაწესდა შობის, პეტრე-პავლობის და მარიამობის მარხვები.

ქალწული მარიამი მაცხოვრის შობამდე ქალწული იყო, შვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩა, რომელსაც მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ერთადერთ ქმნილებად აღიარებს, რომლის წიაღშიც ინება უფალმა დავანება და რომელშიც განხორციელდა საღვთო განზრახვა კაცთა მოდგმის გამოხსნისა.

“შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე ღვთისმშობელო, მივედ ცხოვრებად დედა ეგე ცხორებისა და მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა”.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

12 COMMENTS

  1. ღვთისმშობელო მარიამი დაგვიფარე ჩვენი შვილები და ჩვენ ცოდვილი მონასა ღვთისა.

  2. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ

    ღვთისმშობელო როგორ გთხოვოთ წყალობა?

    შენს წილხვედრ საქართველოში დედის გინებაა ყოველწუთს, უკვე მარტო მამაკაცებიდან კი არა არამედ ქალებიდან, საშინელმა ვნებებმა მოიცვა საქართველო (ვინ ვისთან დადის ვეღარ გაიგებ) და კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი, აბორტები და უმთავრესად რომ გებულობენ გოგოა მუცელს იშლიან, “გოგო არ მინდაო”
    ნუთუ გვაქვს უფლება ვევედროთ დედუფალს შეწევნა და ცხონება?
    როგორ? თუ არ აილაგმა ეს ყოველი?

    • gmertma daglocos nato da shennairi gogonebi qalbatonebi da qartuli sulit dajildoebuli mandilosnebi gvimravlos deda gvtismshobelma! gmertsa vtxov gagadzlieros da dagvifaros da shegviwyalos chven da sruliad saqartvelo!

  3. დღეს ხომ მაქსიმობაა?! რატომ არ დეებთ სტატიას წმიდა მაქსიმე აღმსარებელზე? :) ყველას გილოცავთ! შეგვეწიოს მისი მადლი!

  4. codvili ნატო არა ხათო… დიდი მადლობა მეთქი როგორ გითხრა, ეხლა ვნახე ეს ჩემი კომენტარი, რომელიც გავაკეთე დაახლოებით ორი თვის წინ.. ეხლა ვინ “ხათომ” შეინახა და ეხლა დადო არ ვიცი…
    ადრე აქ კომენტარებს ვაკეთებდი, დიდი ხანია მარტო ვკითხულობ ხოლმე…
    აბა შენ იცი ” ხათო” წარმატებებს გისურვებ !
    უფალი მეფობს!!!

  5. ღვთისმშობელო მარიამ! შენ დაიფარე ჩემი ქმარ-შვილი, ჩემი ახლობლები, სრულიად საქართველო.შენი მფარველი კალთა გადმოგვაფარე.ამინ

  6. მარხვაში რა საკვების მიღება შემიძლია და რისი არა მსგავს ინფორმაციას რატო არ ავრცელებთ გთხოვთ რომ ესეც გამოაქვეყნოთ ხილმე

    • მოძღვარს მიმართეთ და ყველაფერს აგიხსნით…☺ ისე კი არ შეიძლება საჭმელები რონელსაც ცხოველები ა ფრინველები იძლევიან მაგ: კვერცხი.რძე.კარქი და რა თქმაუნდა ხორცი…თევზი არი დღეები როხესაც შეიძლება ამასკი მოძღვარი უკეთ აგიხსნით..ღმერთმა დაგლოცოთ..

  7. დედა მარიამ ღვთის მშობელო ლოცვით გევედრები დაიფარე და დაიცავი ბოროტისაგან ჩემი შვილი განუნათე გონება და მიეცი სიხარული მაცხოვარების ამინ ამინ ამი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები