12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკონკურსიმარიამ მამრიკიშვილი - ''ჩემი სკოლა'' - სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ....

მარიამ მამრიკიშვილი – ”ჩემი სკოლა” – სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო სკოლა

ჩემი სკოლა მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სკოლა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო „სერგეი მესხის“ სახელობის, მარიამ მამრიკიშვილი რადგან ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, სერგეი მესხი, ჩვენი სოფლიდან იყო წარმოშობით. შემდეგ სკოლამ დაკარგა ეს სახელი და 2014 წლის 15 სექტემბერს დავიბრუნეთ უფლება ისევ ვატაროთ იგი.

სკოლაში კარგი სასწავლო გარემოა, რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს. რაც მთავარია აქ მხურვალე სიყვარული, მეგობრობა და ერთობაა. ჩემი საყვარელი პედაგოგი უნდა იყოს ხალისიანიც და დისციპლინიანიც, როგორებიც რიონის საჯარო სკოლაში ბევრნი არიან.

სსიპ  სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო  სკოლა

მე ძალიან კარგი თანაკლასელი მეგობრები მყავს, მხიარულები და მეგობრულები არიან, მათთან ყოფნა მე სულ მახალისებს, საჭირო დროს კი მეხმარება მათი თანადგომა.

მე ბევრ რამეს შევმატებდი ჩემს სკოლას, მაგალითად სპორტულ მოედანს ავაშენებდი, ეზოს მეტად გავალამაზებდი, სამლოცველო ოთახს მოვაწყობდი. კი მართალია ჩვენი სკოლა ფინანსურად ძალიან ღარიბია, მაგრამ მაინც ამაყები ვართ, რადგან ჩვენ „სერგეი მესხის“ სახელობის რიონის საჯარო სკოლა ვართ.

მარიამ მამრიკიშვილი
სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფელ რიონის საჯარო სკოლა
VI კლასი

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები