მთავარი » სხვადასხვა

მარი ნაკანი – “მისაბაძი ადამიანი’” – მაია კერესელიძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.09.2014 | 2,808 ნახვა

ცხოვრება ხანმოკლეა, იმდენად ხნმოკლე, რომ არ ღირს ფიქრი იმაზე, თუ როგორი ნიღაბი მოვირგოთ საზოგადოების წინაშე. ბევრი ამას ახერხებს, მაია კერესელიძე თუმცა ასეთი ადამიანები სულიერ სიმარტოვეს გრძნობენ უმეტეს შემთხვევაში. მე თუ მკითხავთ საკუთარი სულის თავისუფლებაა უპირველესად. ეს გამომდინარეა იმ საქმით რომელსაც აკეთებ და მოგწონს, სადაც შენ, შენ ხარ სრულიად თავისუფალი, სადაც ვერ გრძნობ დაღლას, კარგავ დროის შეგრძნებას და ხარ ბედნიერი.

ადამიანი, რომელიც ჩემთვის მართლაც მისაბაძია, თავისი ცხოვრების სტილით, საქმით თუ ხასიათით, არის ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი, მარი ნაკანი-მამასახლისი. როგორც ვიცი ის ბავშვობიდან იყო განსხვავებულ დამოკიდებულებაში ხელოვნების მიმართ. მის წარმატებას იმ ადამიანების გარემოცვამაც შეუწყო ხელი, რომელშიც ის იზრდებოდა და დღესდღეობით ჩამოყალიბდა ისეთად, როგორის არის. ვფირობ, რომ ის განსვავებულია სხვა დანარაჩენებისგან, განსხვავებულად ფორობს, ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში მან ნამდვილად გაუსწრო დროს. შემიძლია რაღაც მსგავსება ვიპოვო ჩემშიც ამგვარი.

მახსოვს ერთ დროს ჩვეულებრივი ადამიანები მასზე ამბობდნენ “გიჟიაო”, გათამამებული და ა.შ. მაგრამ რეალურად უმეტესი ხომ ცდება. ძალიან მომწონს მისი სტილი, რაღა თმა უნდა, ფოტოები და კიდევ ის, რომ კეთილია და შეუძლია ეს სიკეთე სხვასაც გადასდოს. მარი ნაკანი მინდა ვგავდე. ზოგადად ალბათ შეიძლება ვინმეს დაემსგავსო და მიბაძო ყველაფერში, მაგრამ თუ შინაგანად სხვა ხარ შეუძლებელია ამის გაკეთება. მე ვფირობ რაღაცით ვგავარ, საინტერესო პიროვნებაა და ამიტომაც არის ის მისაბაძი ჩემთვის. ხელოვნების მიმართ სიყვარული არ არის საკმარისი, უნდა აკეთო. სწორედ ეს არის, რის გამოც სხვა ადამიანებსაც სიამოვნებას ანიჭებ და აბედნიერებ. ვიტყვი, რომ ,,ჩვენ’’, ანუ ჩვენნაირ ადამიანებს განსაკუთრებულად გვიყვარს მოგზაურობა. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი მშვენიერია, აუცილებელია ეს მშვენიერება აღბეჭდო ფირზე, უბრალო ფურცელზე ნებისმიერი ფორმით ან თუნდაც საკუთარ გონებაში, რომ შემდეგ მოუყვე სხვას ყველა განცდილი ემოცია, უბრალოდ გულიდან. ასეთია თავისუფალი სულის ადამიანი, რომელსაც ვიღაც ყოველთვის მიბაძავს.

მაია კერესელიძე

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com „მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი