25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვამაღაზია-მუზეუმი "სარჩო"

მაღაზია-მუზეუმი “სარჩო”

უკვე ერთი წელია თბილისში, თაბუკაშვილის 22 ნომერში მაღაზია-მუზეუმი “სარჩო” ფუნქციონირებს.
მაღაზია-მუზეუმში ქართული, ტრადიციული ნაწარმია წარმოდგენილი.

სარჩო “სარჩო” მომხმარებელს სთავაზობს: ოჯახურ ღვინოსა და კვების პროდუქტებს, ტრადიციულ სამოსს, იარაღებსა და სუვენირებს, ნატურალურ სამკურნალო პრეპარატებს, აგრეთვე ალა-ფურშეტის ორგანიზებას ქართული გაფორმებით.

შენობა, რომელიც მაღაზია-მუზეუმს უკავია, ისტორიული გახლავთ. აქ ერთ-ერთი ქართველი მოღვაწე ცხოვრობდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხშირად სტუმრობდა. ამ სახლში იწერებოდა სტატიები ჟურნალებისთვის.

მაღაზია-მუზეუმ “სარჩოს” დამფუძნებელი ფრიდონ ბურჯალიანი:

“დიდი ხნის მაძილზე მუსირებდა ჩემს გონებაში სურვილი, განმეხორციელებინა ისეთი რამ, რაც ქართულ ტრადიციებთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან მიყვარს ქართული სოფელი, ტრადიციები, ღვინო. აქედან გამომდინარე, გავხსენი მაღაზია – მუზეუმი “სარჩო”, სადაც ტრადიციული გარემოა შექმნილი.

მაღაზია-მუზეუმი “სარჩო” გთავაზობთ უნიკალური გემოს, სურნელისა და არომატის მქონე ნატურალურ ქართულ ოჯახურ ღვინოებს, რომლებიც ოჯახურ პირობებში ძველი ტრადიციული ქართული წესებითაა დამზადებული.

ღვინის ფართო ასორტიმენტიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი უნიკალური ჯიშის ღვინოები, როგორიცაა: “უსახელოური”, “ოჯალეში” -ლეჩხუმიდან, “ხვანჭკარა” – რაჭიდან, “საფერავი” და “რქაწითელი” – კახეთიდან, “ატენური” და “თავკვერი” – ქართლიდან, “ციცქა-ცოლიკაური” და “კრახუნა” – იმერეთიდან…

სარჩო ნატურალური ღვინის მიმართ მოთხოვნილება ნელ-ნელა იზრდება. ჩვენს ინტერესშია ოჯახური ღვინის შეგროვება. შესაძლოა ჩვენ თვითონ მოგვიწიოს რეგიონებში ჩასვლა და საუკეთესო ღვინოების არჩევა. ნატურალური ღვინის მიმართ მოთხოვნილება უცხოელების მხრიდანაც დიდია.
ჩვენთან წარმოდგენილია როგორც ქვევრში, ასევე მინის ჭურჭელში დამზადებული ღვინოები.

გარდა ნატურალური ღვინისა, ჩვენთან, შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს ყველა კუთხის, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების ტრადიციული დელიკატესები: კახური შოთი, აჭარული ხაჭაპური, თუშური გუდის ყველი, ფშავური დამბალხაჭო, რაჭული ლორი, სვანური კუბდარი, ოსური ხაბიძგინა, მეგრული სულგუნი, კახური ჩურჩხელა, გურული ჩაი, კამეჩის მაწონი და სხვა.
მაღაზია-მუზეუმში, ასევე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ან შეიძინოთ ტრადიციული ხევსურული ორნამენტებით გაფორმებული სამოსი, ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები.
ამასთანევე, ჩვენთან წარმოდგენილია ქართული ხალხური რეცეპტებით დამზადებული სამკურნალო პრეპარატები სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკა-მკურნალობისათვის.

ჩვენ ასევე გვაქვს ტურისტული ბიურო სახელწოდებით “ტურისტი ტური”, სხვადასხვა ქვეყნებიდან ველოდებით ტურისტებს. როდესაც უცხოელი ჩამოდის,
ყველაფერი უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ მას ვაჩვენოთ ნამდვილი ქართული გარემო, როგორც ტრადიციული, ნატურალური ღვინო, ასევე ტრადიციული ორნამენტებით მოქარგული, თანამედროვე დეტალებით შესრულებული სამოსი, ნატურალური საღებავებით შეღებილი ხალიჩები.
სამომავლოდ ვაპირებთ, რომ აქვე მოქსოვოს ოსტატმა ფარდაგი, რაც უკვე სანახაობრივი და მიმზიდველი იქნება უცხოელისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის.

მსოფლიოში დიდი ინტერესია ნატურალურ პროდუქციასთან მიმართებაში.

რამდენიმე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ყველა სიტუაციაში აბსოლუტურად გამორჩეული იყო დეკორაციითაც და ქართული გაფორმებითაც. გავდივართ “ოჯახური ღვინის ფესტივალზე”, რომელიც ბათუმში ტარდება.

სამომავლოდ ჩვენი ტურისტული სააგენტო შემოგთავაზებთ სიახლეს. ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განვითარებული მეურნეობის ნახვისა და მათთვის საინტერესო საქმიანობაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.

ვგეგმავთ ადგილზევე მოვაწყოთ პრეზენტაცია და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი შეთავაზება, რასაც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განვახორციელებთ.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ვისაც გიყვართ ქართული, ტრადიციული გარემო ვურჩევ ეწვიოს “სარჩოს”, ესეთი ადგილი თბილისში ძალიან ცოტაა. მადლობას ვუხდი “ამბიონს” მაღაზია-მუზეუმის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები