მთავარი » პოპულარული

მაღალაანთ ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.06.2012 | 1,229 ნახვა

კასპის რაიონში მდებარე მაღალაანთის XII საუკუნის ეკლესია უკვე აღდგენილი და განახლებულია.

მაღალაანთ ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რესტავრატორებმა სარეაბილიტაციო სამუშაობი ადრე გაზაფხულზე დაიწყეს.

ძეგლი გამაგრდა უჯანგავი ლითონის ანკერებით, გადაიხურა იმერული კრამიტით, მოეწყო წყლის გადამყვანი სისტემები და განორციელდა კედლის ბზარების ინექტირება. მაღალაანთ ეკლესია ისტორიულად ადგილობრივ აზნაურებს მაღალაძეებს ეკუთვნოდათ და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.

მაღალაანთის ხუროთმოძღვარს დეკორატიული ეფექტისათვის ორი ფერის ქვა გამოუყენებია — ძირითადად ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისთვის რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზი მწვანე ფერის ქვა ჩაურთავს. ძეგლი მდიდრულადაა შემკული ორნამენტებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეებისა და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი