13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურამარადცოცხალი ექსპონატები

მარადცოცხალი ექსპონატები

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, უამრავი საინტერესო ექსპონატია დაცული. მათ შორისაა “ვანის სახარება”, რომელიც სპეციალურად თამარ მეფისთვის კონსტანტინოპოლში გადაიწერა. მასში ისეთი ცოცხალი ფერებია, რომ დამთვალიერებელი იფიქრებს, თითქოს, სულ ახალი შექმნილია.

წმინდანი მეფეებიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ალექსანდრე დიდის ხელრთვა, რომელიც ერთ-ერთ საისტორიო დოკუმენტზეა განთავსებული.

აქ ასევე ის ხელნაწერებია დაცული, რომელიც წმინდანების ცხოვრებას ასახავს. კრებულში “მამათა ცხოვრებები”, სხვადასხვა წმინდანთა მოღვაწეობაა ასახული. წმინდა გიორგის ცხოვრება შესულია, როგორც სხვადასხვა კრებულებში ისე, ცალკე გამოცემად დათუნა ქვარიანის ავტორობით, სადაც წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი დეტალებია გადმოცემული. მასში აღწერილია წამების პროცესი, ილუსტრირებულია და ყველა წამების სცენას მინიატურები აქვს დართული.

კრებული “სვინაქსარი”, რომელიც წმინდანთა ცხოვრებას გადმოგვცემს, ასევე, ილუსტრირებულია.

თამარ გეგიათამარ გეგია (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე): “რაც შეეხება შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს”, მისი ორიგინალი არ შემორჩენილა, რაც კი მოგვეპოვება ყველაზე ადრეული მე-16 საუკუნისაა. “ვეფხისტყაოსნის” მამუკა თავაქარაშვილისეული ვარიანტი სრული სახითაა და 1648 წლით თარიღდება, ის ილუსტრირებულია გადამწერის მიერ. მე-17 საუკუნიდან “ვეფხისტყაოსნის” ბევრი ნუსხა გვხვდება, თუმცა უშუალოდ, შოთა რუსთაველის და თამარ მეფის დროინდელი ვერსია, ფიზიკურად არ არსებობს”.

თეა სულაბერიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები