მთავარიქრისტიანობამარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი გარდაიცვალა

მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 68 წლის ასაკში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი, მეუფე თადეოზი მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გარდაიცვალა.

მეუფე თადეოზი 1946 12 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ფლავში დაიბადა.

1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა. 1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში. 1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

ქრონოლოგია: 1977 – მღვდელი; 1979 – წილკნის ეპისკოპოსი; 1982 – აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 – მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995 – ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003 – ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 – ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 – თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 2 აგვისტო – მიტროპოლიტი.

2013 წლიდან პენსიაზეა და ეწოდა მარაბდელი მიტროპოლიტი.

1 COMMENT

  1. ღმერთმა ნათელში გამყოფოს მეუფეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები