მთავარი » ხატები და ფრესკები

მაქსიმოვის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2011 | 3,119 ნახვა

მაქსიმოვის ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისშობელი მთელი სიმაღლითაა გამოსახული. მის წინაშე მდგარი მიტროპოლიტი მაქსიმე ყოვლადწმიდა ხელიდან იღებს ომფორს.მაქსიმოვის ღვთისმშობელი ხატი შემკულია ვერცხლის ჭედურობით და მოოქროვილი მარგალიტებიანი პერანგით. ხატზე შემდეგი წარწერაა: “ღვთისმშობლის ეს წმიდა ხატი დაიწერა 6807 (1299) წელს რუსეთში ცნობილი სასწაულთმოქმედის, წარმოშობით ბერძენი ვლადიმირის მიტროპოლიტის მაქსიმეს გამოცხადების მიხედვით.”

როდესაც კიევიდან ვლადიმირში ჩასვლის შემდეგ მან ცოტა ხნით დაიძინა, სიზმრად ცხადლივ, მკაფიოდ, არაჩვეულებრივად დიდი სინათლე იხილა. ამ სინათლეში გამოჩნდა ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. მას ხელთ წინასაუკუნეთა ყრმა ეპყრა, რომელიც ამბობდა: “მონაო ჩემო მაქსიმე, კეთილად მოხვედ ჩემს ქალაქში”. მისცა მას ომფორი და უთხრა: “მიიღე ეს ომფორი და დამწყემსე ცხოვარნი ჩემნი ქალაქსა ამას შინა.” მან გამოართვა, გამოიღვიძა და სენაკში ვერავინ ნახა, ომფორი კი მის ხელთ აღმოჩნდა. ის დიდხანს შიშით იყო მოცული, შემდეგ კი მომხდარი მთავარ ანდრიას აცნობა. ოქროს კიდობანი გააკეთებინა და შიგ ომფორი შეინახა. ეს ამბავი მთელი რისეთის მიწას და მთელ პალესტინას მოედო. ხატიც ისე დაიწერა, როგორიც იყო წმიდა მაქსიმეს ხილვა. ეს ომფორი ოქროს კიდობნით იმავე ეკლესიაში 112 წელს ინახებოდა, მაგრამ ვლადიმირზე უფლისწულ ტალიჩის თავდასხმის დროს, 1412 წლის ივლისში ის ტაძრის სხვა საგანძურთან ერთად საიდუმლო ადგილას გადამალა ამ ტაძრის მცველმა პატრიკიოსმა, რომელიც ამავე ეკლესიაში თათრებმა აწამეს. ისინი ამაოდ ცდილობდნენ, რომ შიშით და ყველაზე სასტიკი ტანჯვით, მისგან საიდუმლო გაეგოთ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი