მთავარი » კულტურა

მანანა ბუწანკალურის ნამუშევრები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.05.2018 | 1,841 ნახვა

სურათი ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” გაგაცნობთ მანანა ბუწანკალურის ნამუშევრებს. ქალბატონი მანანა არის მთიული, დაიბადა თბილისში. 17 წლის ასაკში დაამთავრა მრეწველობის ტექნიკუმი, შემდეგ კი ოჯახი შექმნა. პატარაობიდანვე იგი გატაცებული იყო სიმღერით, თოჯინების შექმნით, ასევე კერავდა მამაკაცის კოსტიუმებს. ახლა კი ქაღალდის, ბუმბულის, სპეციალური წყალმცენარის ძაფისა და ძვირფასი თვლებისგან ქმნის ჯვრების საუცხოო და ორიგინალურ ნიმუშებს.

ქალბატონო მანანა, მოგვიყევით, როგორია მუშაობის პროცესი?

– ჯვრების შექმნა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჯვრების გაკეთებამდე ჯერ ფურცელზე ვადგენ ნახაზებს. მთავარია, სინქრონი არ დაირღვეს, ჩემი ნამუშევარი ვიზუალურადაც უნდა მოეწონოთ, ორიგინალურიც უნდა იყოს და მისგან კარგი ენერგია და აურა გამოდიოდეს. ზოგჯერ მუშაობის პროცესში ისე გადის დრო, ვერც კი ვამჩნევ, გავიხედავ და თენდება. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ამ საქმეს ხელს არ ვკიდებ.

როგორც თვითონ ამბობს, ერთი ჯვრის მორთვას და გამშვენებას დაახლოებით, 2 თვე უნდება. მის თითოეულ ნამუშევარს სისადავე და ორიგინალურობა ეტყობა. ქალბატონ მანანას ჰყავს ორი შვილი, მისი შვილი – გიორგიც სწორედ ამავე საქმით არის დაკავებული და რამდენიმე ნამუშევარი უკვე შექმნილი აქვს.

ქალბატონმა მანანამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

“მიყვარს და მსიამოვნებს როცა სილამაზეს ვქმნი, ჩემი ჰობი არის სილამაზის შექნა, მასში მთელ სულსა და გულს ვდებ”.

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” წარმატებებს უსურვებს დედა-შვილს თავიანთ საქმიანობაში!

სურათი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი