25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობამამა ვიტალი სიდორენკო

მამა ვიტალი სიდორენკო

ვიტალი

დოკუმენტური ფილმი

მამა ვიტალი (სიდორენკო) კრასნოდარის მხარეში დაიბადა 1928 წელს. როცა მისი დედა, ალექსანდრა (შემდგომში – მონაზონი ანდრონიკა), ორსულად იყო მასზე, უფალს ევედრებოდა: „ღმერთო, ისეთი შვილი მომეცი, შენც სათნო გეყოს და ხალხსაცო”. ერთხელ ძილში ორი მზე უხილავს და ხმაც გაუგია: „ერთი მზე შენს წიაღშიაო”. დაიბადა ყრმა. მერვე დღეს, ტაძრად მიყვანისას, მოძღვარმა, წესისამებრ, საკურთხეველში შეიყვანა იგი. საოცარი მადლი გარდამოვიდა ჩვილისგან. შეშინებულმა მოძღვარმა ბავშვი წმიდა ტრაპეზზე დააწვინა, მერე კი, გონს რომ მოვიდა, მშობლებს დაუბრუნა და უთხრა, დიდი ადამიანი გახდებაო. გადმოგვცემენ, ნათლობისას ყრმა ემბაზში ფეხზე იდგა და იღიმებოდაო, ხორცის ჭამა სულ პატარას აღუკრძალავს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს. კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმინდა სახარება გამხდარა. ზარების რეკას რომ გაიგებდა, სამუშაოს მიატოვებდა და ტაძრისკენ გარბოდა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. გამარჯობათ,დიდი მადლობა მამა ვიტალიზე გადმოცემული ამ ვიდეოთინ. ძალიან მიყვარს მამა ვიტალი და ხშირად გავდივარ მის საფლავზე.გთხოვთ ის მისამართი მომწეროთ სადაც მამა ვიტალი ცხოვრობდა დიდუბეში,ძალიან მინდა ის ადგილი მოვილოცო სადაც ეხლა დედები ცხოვრობენ.მადლობა წინასწარ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები