მთავარი » ქრისტიანობა

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი!“ – სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიოდერენკო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2014 | 3,367 ნახვა

“ბერი მხოლოდ ისაა, ვინც ქალამანივით გაიცვითება მოყვასის სამსახურში”,- მამა ვიტალი იზიარებდა ღირსი სერაფიმ საროველის ამ სიტყვებს და დღეები გაჰყავდა ღვთისა და მოყვასის ერთგულებასა და სიყვარულში. მამა ვიტალი
იგი იმარჯვებდა ბოროტებაზე თავისი თავმდაბლობითა და სიკეთით. „მონაზვნური ცხოვრების სწავლება შესაძლებელია დევნით, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლით, წყევითა და სხვა მრავალი მწუხარებით, რომელიც ცხოვრებაში შეგვემთხვა“,- იგი ათონელი ბერის, ნილოს მირონმდინარის ამ სწავლებასაც განამტკიცებდა.

ერთხელ ტაგანროგში, მილიციაში, მამა ვიტალი ისე სცემეს, რომ საავადმყოფოს მორგში გადაიყვანეს. ექიმმა გასინჯა და ნახა, რომ პულსი არ ითვლებოდა: „რა დავწერო დასკვნაში? მოგიკლავთ და ის არის!“ მომვლელმა, მორწმუნე ქალმა იცნო მამა ვიტალი და ტირილი დაიწყო. ღამის თორმეტ საათზე მას მამა ვიტალის გალობა შემოესმა: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!“ მომვლელი ექიმთან გაიქცა: „ის ცოცხალია!“ „ – შეუძლებელია!“ – გაოცდა ექიმი. შევიდნენ მორგში, მამა ვიტალი იჯდა მკვდრებს შორის და აღდგომის კანონს გალობდა. იგი მადლიერებით ღებულობდა შეურაცხყოფას, ამბობდა: „აი, მილიციაში მცემდნენ, მასწავლიდნენ, რომ არ გავზარმაცებულიყავი. საკუთარი თავი უნდა ლანძღო, დაადანაშაულო, აყვედრო, დასაჯო და ყველა გიყვარდეს, ანგელოზად მიგაჩნდეს.“ როდესაც სცემდნენ, ამბობდა, რომ ფეხბურთი ითამაშა, ანდა „ეფერებოდნენ თავზე, მუცელში, ზურგზე.“ მას თავისი მაჭირვებლები კი არ სძულდა, არამედ სიყვარულით პასუხობდა, ძმებს უწოდებდა. მამა ვიტალი ნებისმიერ დამცირებას სიხარულით იღებდა და ამით სიმდაბლის უმაღლეს საფეხურზე ადიოდა.

ერთხელ ერთმა ძმამ, რომელიც სხვა მინდორზე მოსაგრეობდა, მამა ვიტალის პურის გამოცხობა და მისთვის მიტანა დაავალა. ვიტალიმ პური გამოაცხო, მაგრამ რადგან დანარჩენი ძმები სოფელში იყვნენ წასულები, მას კი ჩექმები არ ჰქონდა, ფეხებზე ნავთი შეიზილა და ფეხშიშველმა იარა თოვლში, წყალში, ქვებზე. ასე გაიარა რამდენიმე კილომეტრი და მივიდა იმ ძმასთან, მან კი დახედა პურს და თქვა, ასეთს არ შევჭამო. მამა ვიტალი ხმაამოუღებლად გამობრუნდა და უკან წამოვიდა. ეს რომ ერთ-ერთმა ძმამ შეიტყო აღშფოთდა და უთხრა, ამ „თავხედთან“ მეტად ნუ წახვალო, მამა ვიტალიმ კი უთხრა, რომ ბერებს ეს არ უსწავლებიათ მისთვის, რომ ისინი არიგებდნენ : „თუკი შენთან მოვა ძმა და დახმარებას გთხოვს, გადადე შენი საქმე და დაეხმარე, ემსახურე მას, როგორც ქრისტეს.“ მამა ვიტალი მამა ვიტალი უდრტვინველად იტანდა ყოველივეს და თითქოს ეძებდა კიდეც დამცირებას. მას არასოდეს არავინ განუკითხავს, იგი ღირსი სერაფიმე საროველის სწავლებას მისდევდა, რომელიც ამბობდა: „რატომ განვიკითხავთ ჩვენს ძმებს? – იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც საკუთარი თავის შეცნობას ცდილობს, მას სხვისი ნაკლოვანებების შეცნობისათვის არ სცალია. საკუთარი თავი განიკითხე და სხვას აღარ განიკითხავ.“ მამა ვიტალი აღნიშნავდა, რომ ჩვენს ერთ შეცოდებას რამდენიმე სხვა ცოდვა მოჰყვება. მაგალითად, განიკითხავ თუ არა, იქვეა ამპარტავნება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა – რადგან ადამიანი განიკითხე, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი სხვაზე მაღლა დააყენე და უკეთესად მიიჩნიე…

მრავალ სულიერ ნიჭთან ერთად მამა ვიტალი დაჯილდოვებული იყო უნარით, განეჭვრიტა როგორც მომავალი, ასევე უკვე მომხდარი მოვლენებიც, მაგრამ იგი ამ ნიჭის ადამიანებისთვის დამალვას ცდილობდა, არ უყვარდა, როცა მისი მჭვრეტელობის შესახებ საუბრობდნენ, თუმცა ამის დაფარვა შეუძლებელი იყო.

მონაზონი მარიამი (ქ. ტაგანროგი):

„როდესაც ერთხელ მამა ვიტალისთან თბილისში მივემგზავრებოდით, მატარებელი ჭუჭყიანი იყო და მთელი გზა ვბუზღუნებდი, რომ ხელების დაბანა არ შემეძლო.
საღამოს მამა ვიტალი უეცრად მომიბრუნდა: „მარიამ, მატარებელში სისუფთავე იყო – უფალმა ყოველივე განწმინდა.“

ნატალია ხ. :

„ერთხელ ჩემი ქმარი, რომელიც მამა ვიტალისთან წასვლას აპირებდა, მეჩხუბა, განრისხდა, ყვიროდა და გაგულისებულმა მომაფურთხა კიდეც. როდესაც ბერის სენაკში შევიდა: „ჩემთან მოდიხარ, ცოლს კი აფურთხებ.“ ჩემი ქმარი მაშინვე მუხლებში ჩაუვარდა და შეინანა.

მადლის ის სულიერი გარემო, რომელშიც მამა ვიტალი ცხოვრობდა, კარგად მოქმედებდა ადამიანების ფიზიკურ მდგომარეობაზე და მათ სხეულებრივ უძლურებებსაც კურნავდა. მის მიერ ნაკურთხ საკვებს ისეთი მაკურნებელი ძალა ჰქონდა, რომ შეპყრობილები ვერ ჭამდნენ და ყვიროდნენ: „შენ თვითონ მიირთვი! ამას ხომ ცეცხლი უკიდია!“

მხევალი ღვთისა ნ. (ქ. ტაგანროგი):

„ერთხელ მამა ვიტალისთან ყოფნის დროს ძალიან ამტკივდა თირკმელი, მე და კიდევ ერთი ქალი მაგიდასთან დაგვსვეს და გვაკურთხეს, გვეჭამა გაფუჭებული სტაფილოს კონსერვი ის-ის იყო აფეთქებული ქილიდან. შემეშინდა, მაგრამ ურჩობა ვერ გავბედე. ჩვენ ორმა შევჭამეთ ყველაფერი, რაც ქილაში იყო და ჩემი თირკმლის ტკივილი უკვალოდ გაქრა.“

ნინა (ქ. ბათუმი):

„ერთხელ ძალიან მტკიოდა მუცელი. ყველა ჭამდა ყველიან და კარაქიან ხაჭაპურს, მე კი – ვერა. მაშინ მამა ვიტალიმ თქვა: ალექსანდრე ნეველის ეკლესია „აი, ნინას მუცელი სტკივა. ახლა იგი ხაჭაპურს შეჭამს და ყველაფერი გაუვლის.“ მე შევჭამე და ტკივილი მეყვსეულად გამიქრა. ასე განმკურნა მან.“

სულიერ სნეულებებს მამა ვიტალი სულიერი საშუალებებითვე კურნავდა, მაგალითად, საკუთარი თავმდაბლობით… უფალმა მაშინ მიიხმო იგი თავისთან, როცა საკუთარი სრულყოფილების ზღვარს მიაღწია და ემსახურა მოყვასს თავისი მიწიერი ძალების ამოწურვამდე. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, სქემარქიმანდრიტ ვიტალის დაკრძალვაზე თქვა:

„მათ, ვინც იცნობდნენ მამა ვიტალის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, – იციან, რაოდენ წმინდა იყო ამ უდიდესი და გასაოცარი ბერის ცხოვრება.

გასაოცარი და წმინდა რწმენა, განუზომელი სიყვარული, გასაოცარი და სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება – ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასათვის, ვისაც მისგან სულიერი ნუგეშის მიღება სურდა.“

მამა პავლე კოსაჩი:

„პატრიარქმა შენდობის ლოცვა წაიკითხა და მე გადმომცა, რათა მამა ვიტალისათვის ხელში ჩამედო. ამ დროს მისი ხელის თითი გაიშალა, მე ლოცვის ფურცელი მის ხელისგულზე დავდე – ხელი კვლავ შეიკრა. თვითონ! იმდენად თავზარდაცემული ვიყავი, რომ მოულოდნელობისგან წამოვიყვირე: „თვითონ გამომართვა!“ – და მხოლოდ მოგვიანებით მივიღე ეს ფაქტი ჩვეულებრივად – ის ხომ არაამქვეყნიური ადამიანი იყო.“

უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა ვიტალი დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის საკურთხევლის პირდაპირ, ტაძრის გალავნის შიგნით.

მამა ვიტალის გულში ყველასთვის იყო ადგილი, უამრავი ხალხი მიდიოდა მასთან და ყველა თანაბრად გრძნობდა მის სითბოს, ყურადღებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს. სიცოცხლეში მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს. მე დაგეხმარებით.“

„თუ სიყვარული იქნება კედლებიც კი გადადგილდება“,- ამბობდა იგი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან სულიერ შვილებს გაუგზავნა შესანიშნავი სწავლება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მამა ვიტალის სულიერი ანდერძი: „ შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!“

მოამზადა თეო ფიცხელაურმა
წყარო: წიგნი „შეიყვარეთ სიყვარული“
ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ხათუნა რექვიაშვილმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი