მთავარი » ქრისტიანობა

“მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა” – ირაკლი ღარიბაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2015 | 1,690 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და აღნიშნა, რომ მამა ილია კარტოზიამ გვაჩვენა სამაგალითო გმირობა, რაც მართლაც დასაფასებელია.

მამა ილია კარტოზიას სამძიმარი

პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მამა ილიას ხსოვნას პატივი მიაგო.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლაც გვაჩვენა სამაგალითო გმირობა. ეს არის დასაფასებელი. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან “ნორმან ატლანტიზე” ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი