19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობამამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

მამა ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზიას ცხედარი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მამა ილია ცხედარი მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, მამა ილიას ცხედარს 19 იანვარს, წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან სვეტიცხოველში გადაასვანებენ, ხოლო 20 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

სამების საკათედრო ტაძარში გადმოსვენების შემდეგ არქიმანდრიტის ცხედარს კათოლიკოს-პატრიარქმა ნაკურთხი წყალი ასხურა.

ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილი ილია კარტოზიას ახლობლები და ოჯახის წევრები.

მამა ილია ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები, მრევლი და ახლობლები დახვდნენ. პროცესიას მგალობელთა ჯგუფი გალობით დახვდა.

მამა ილია კარტოზია ევროპაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრა. ადრიატიკის ზღვაში ბორან “ნორმან ატლანტიკზე” 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ 11 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები