მთავარი » ქრისტიანობა

მამა ბასილ ახვლედიანი ID ბარათზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2014 | 3,650 ნახვა

მამა ბასილ ახვლედიანმა ID ბარათებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ინგა გრიგოლიას თოქშოუ „რეაქციაში“ დააფიქსირა.

„გადაცემაში დასმულია კითხვა: აიდი ბარათი – კონტროლი თუ კომფორტი? მე ვიტყოდი ეს არის კონტროლიც და კომფორტიც. … მამა ბასილ ახვლედიანი კიბერტექნოლოგიებში გარკვეული ვარ და არ ვეწინააღმდეგები ტექნოლოებსა და ცივილიზაციას…

ეს საკითხი სამ ჭრილში განიხილება: სამართლებრივი, ტექნოლოგიური უსაფრთხოებისა და რელიგიური კუთხით. რელიგიურ ჭრილში დღეს ამ საკითხს ვერ განვიხილავთ, რადგან ეს გახლავთ ძალიან ღრმა რელიგიური მნიშვნელობის საკითხი, ბევრი სასულიერო პირისა და მორწმუნე საზოგადოების განსჯის საგანი. …

მეცხრე არხმა გააჟღერა, რომ კიბერ ომი ატომურ ომზე უფრო ძლიერი, სახიფათოა და ძალიან ცუდი, ნეგატიური შედეგების მომტანი.

აქ იყო მოსაზრება და გეთანხმებით, დღესაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს იმის უფლებამოსილება, რომ ნებისმიერ ადამიანზე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოიძიოს და დაამუშაოს პირადი ინფორმაციები, მაგრამ როდესაც ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში – პერსონალური ინფორმაციის კატალოგიზაცია ერთ კონკრეტულ ბაზაში და იქმნება ნებისნიერი ადამიანის პროფილი მისი ნებართვის გარეშე, სჭირდებათ ეს ბაზა თუ არ სჭირდებათ, მაინც გროვდება?!

დავუშვათ, ხვალ მოვიდეს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ადამიანი და მათ ჩვენ ყველას ბაზირებულ ინფორმაციას ვაძლევთ, ამ შემთხვევაში მითხარით, შეიძლება თუ არა ეს იყოს ადამიანის წინააღმდეგ გამოყენებული იმ დროს, თუ ის პოლიტიკურად პროტესტს გამოხატავს იმ კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისადმი?! არის თუ არა ეს უკვე საფრთხე და პრევენცია თუნდაც ის, რომ ჩვენ ვითხოვთ იმ ალტერნატიულ ბარათს და არ გვინდა აიდი ბარათი, რომელიც ხვალ და ზეგ შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს ძალიან ცუდად.

არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ემხრობა აიდი ბარათს და ნაწილი, რომელიც ითხოვს ალტერნატივას.

თუ აიდი ბარათი არის ცივილური, ბევრად კარგი, სიკეთის მომტანი, მომეცი ალტერნაიტივის საშუალება და შენი ცხოვრებით დამიმტკიცე, რომ შენ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ჩემზე დაცულად და კომფორტულად.

თეა წულუკიანი ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“ აფიქსირებს, რომ ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ქვეყნებში აუცილებლად უნდა დაფუძნდეს საქართველოს აიდიზაციაზე. რატომ არის უპირველესი მოთხოვა აიდი ბარათები, მაშინ როდესაც წამყვან დემოკრატიულ მსოფლიოში ამას ეწინააღმდეგებიან?“, – აღნიშნა მამა ბასილ ახვლედიანმა. (28.02.2014)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი