საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მხატვარ მაია კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა რამოდენიმე ათეული ნამუშევარი, შესრულებული – ზეთში, აქვარელში და პასტელში. ნამუშევრები ხასიათდება ფერადოვნებითა და მხატვრის მრავალფეროვანი ფანტაზიის უნარით.
“ამბიონი” მხატვარ მაია კაკაბაძეს გაესაუბრა:
“მხატვრობა ბავშვობიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში, შემოქმედებითი გზაც მცირე ასაკიდან დაიწყო. 2000 წელს გავხდი ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ვსწავლობდი კერამიკის ფაკულტეტზე. სამი წლის შემდეგ დავინტერესდი მულტიპლიკაციით და შესაბამისად, პროფესიაც შევიცვალე.
ხატვაზე შეყვარებული ვხატავ ყველაფერს. ვცდილობ, ჩემს შემოქმედებაში ქართული ხასიათი წარმოვაჩინო, თუმცა სხვადასხვა ჟანრშიც ვსინჯავ ძალას. ეს ჩემი პირეველი პერსონალური გამოფენაა. მსურს, საზოგადოებამ გაიცნოს ჩემი შემოქმედება. ღვთის მადლით, იმედია არაერთ გამოფენას წარვუდგენ ქართველ დამთვალიერებელს.”
ექსპოზიცია 24 ივნისამდე გაგრძელდება.
თათია დელიბაშვილი

ძალიან კარგია!