ერთი შეხედვით ასპინძის N1 საჯარო სკოლა სხვებისგან არაფრით განსხვავდება, შესაბამისად არც მე ვაპირებ გიმტკიცოთ, რომ ის ყველაზე კარგი ან საუკეთესოა და რადგანაც თემის წარმართვისას შეზღუდვები არ არის,
მეც მაქსიმალურად შევეცდები დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ჩემი სკოლის დღევანდელობა.
მე ისტორიული მესხეთის რაიონ ასპინძაში ვცხოვრობ, სადაც რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემთვის მზე სხვანაირად ანათებს და ცას სულ სხვა ფერი აქვს.
ასპინძაში მხოლოდ: ერთი ფოსტაა, ერთი სასამართლოს შენობა, ერთი კულტურის სახლი და მათ შორის მხოლოდ ერთი სკოლა, სადაც მეც ვსწავლობ აგერ უკვე მეთერთმეტე წელია და როგორც ადამიანთა მოგონებების თითქმის უმრავლესობა უკავშირდება სკოლას ისე ჩემი მოგონებების უმეტესობა თუ აწმყო უშუალოდაა დაკავშირებული ჩემს სკოლასთან.
როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: “ცოდნა სიმდიდრეა” და სწორედ ამ ცოდნას ჩვენ საფუძველს სკოლაში ვუყრით, შემდგომ კი უკვე ცხოვრების გზაზე ახლად შეძენილს ვაშენებთ მასზე.
აქ ვიზრდებით. ჩვენი პირველი წარმატებაც ან მარცხი ხშირად სკოლას უკავშირდება.
პიროვნულად ან ჯგუფურად ყოველთვის ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი სკოლის ღირსება სპორტულ ან ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
სწორედ ამიტომ გამორიცხულია სკოლა რაიმე ემოციურ ფონს არ აღძრავდეს ჩვენში.

ვფიქრობ აუცილებელია, რომ სკოლა ესტეთიურად ლამაზად გამოიყურებოდეს, კარგია სწავლისთვის ყველა საჭირო ნივთით იყოს თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი და აუცილებელია ჰიგიენის ნორმები იყოს დაცული,რადგან მოსწავლე უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მეტი მონდომებით ისწავლის, როცა ზემოთ ხსენებული იქნება მოწესრიგებული.ამ მხრივ ჩემი სკოლა მართლაც გამართულია, თუმცა ვისურვებდი ყველა განვითარებული ქვეყნის სკოლის მსგავსად ჩემსაშიც ფუნქციონირებდეს ბუფეტი, მაგრამ რაც არ უნდა კარგი ინვენტარი და ყველა საჭირო პირობა იყოს სკოლაში დამეთანხმებით, რომ სკოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც სწავლისთვის მოწადინებული ახალი თაობა და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი სპეციალისტები არიან,ამიტომ ამ მცირე მონოლოგში მინდა არათუ სკოლის არქიტექტურასა და ინტერიერზე გესაუბროთ, არამედ სკოლის მამოძრავებელ ძალაზე: მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და სკოლის ზოგად ცხოვრებაზე.
მოგეხსენებათ წარმატებული მოსწავლის ჩამოყალიბებასა და აღზრდაში დიდი როლი მასწავლებელს ეკისრება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სკოლა უკვე 70-წელზე მეტია ფუნქციონირებს, მან თავისი არსებობის მანძილზე უამრავი წარმატებული თაობა აღზარდა თუ დააყენა ცხოვრების გზაზე. ამაში კი მიმაჩნია ლომის წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, ამიტომ ვიტყვი, რომ: დიახ! ჩემს სკოლაში არიან ისეთი სპეციალისტები, რომელნიც თავს არ ზოგავენ რათა, მიიტანონ თითოეულ მოსწავლემდე საჭირო ინფორმაცია და დაეხმარნონ მათ მყარი ცოდნის მიღებაში. რისი შედეგის ნაყოფიც ბავშვების აკადემიური მოსწრებაზე,წლიურ მაღალ ქულებსა და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულთა რიცხვზე მეტყველებს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერს აქვს ორი მხარე მედალიონის მსგავსად და მცირე ცვლილებების თუ კორექტივების შეტანა რეალურად განათლების სისტემაში არ იქნებოდა ურიგო.
ჩემს სკოლაში თითქმის ყველა კლასში არსებობს ხატების კუთხე და სკოლის ეზოში წმინდა გიორგის სახელობის ულამაზესი ტაძარი დგას.
ამასთან სკოლაში მინიმუმ 2 რელიგიის წარმომადგენელი მაინც სწავლობს თუმცა ეს არაფერს ცვლის და არც სტერეოტიპულ წარმოდგენებს აყალიბებს ერთმანეთზე, რადგან ჩვენ ურთიერთ პატივისცემის პრინციპით ვცხოვრობთ და პატივს ვცემთ ერთამენთის მოსაზრებებს და შეხედულებებს ისეთ დელიკატურ საკითხზე, როგორიც რწმენა და რელიგიაა, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა: დაპირისპირება ჩემს სკოლაში რელიგიურ ნიადაგზე არასდროს მომხდარა, რითაც ძალიან ვამაყობ.
ახლა დაახლოებით 400-მდე მოსწავლე სწავლობს ჩემს სკოლაში და თუ მოსწავლე მოტივირებულია თვით რეალიზებისთვის სამოქალაქო ცხოვრების კუთხით ეს ნამდვილად არ გაუჭირდება, რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს იმის საშუალება იყოს აქტუიური დაგეგმოს და განახორციელოს პროექტები.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა მინდა ზედაპირულად ამაზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა.
სკოლაში მაქსიმალურად ვცდილობთ სკოლის ბიბლიოთეკა გავამრავალფეროვნოთ და ამიტომ ხშირად ვგეგმავთ პროექტებს ბიბლიოთეკის წიგნებით გამდიდრებასთან დაკავშირებით,
ამით კი ვფიქრობ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერებით დაინტერესებას ვუწყობთ ხელს.როგორც მოგეხსენებათ პატრიარქმაც მოუწოდა საზოგადოებას წიგინიერებით დაინტერესებისკენ.
ვცდილობთ შევუერთდეთ,დავგმოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღევანდელობაში წამოჭრილ აქტუალურ პრობლემებზე: მშვიდობიანი მსვლელობებით სხვადასხვა ნახატებით თუ სლოგანებით,რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება.
ასევე ჩემს სკოლაში მოსწავლეებს საშუალება აქავთ დაესწრონ უამრავ საინტერესო კონფერენცია-სემინარს,რომელიც არც თუ ისე იშვიათად იგეგმება,მაგრამ ვისურვებდი ასეთი ტიპის ლექცია-სემინარებს პერმანენტული სახე მიეღოს,რადგან ეს მართლაც ბევრს აძლევს თითოეულ ჩვენგანს: ეხმარება მეტი ცოდნისა და გამოცდილების შეძენაში.
როგორც დასაწყისში ავღნიშნე ჩემი სკოლა ასპინძაშია, მესხეთში.
მესხზე კი გრიგოლ ორბელიანს უთქვამს: “მესხი სწავლითა ქებული”-ო. თუ მოვახერხე და ჩემს სკოლაზე ზოგადი წარმოდგენა შეგიქმენით მიხარია, რადგან ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო.
მაგდა ლონდარიძე
17 წლის
ასპინძის N1 საჯარო სკოლა
მეთერთმეტე კლასი

aspinZa mivars da aspinzis skolac me axla 5 klashi var