12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობამაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა – 2016

მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა – 2016

თბილისის დროით 15:31 სთ-ზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც მორწმუნეთა აზრით უფლის წყალობის ნიშანია.

იერუსალიმი-ცეცხლის გადმოსვლა

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით 15:26 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს ასრულებს.

წმიდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები