20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობალოცვა ღმრთისმშობლის ხატისადმი "დაღრჩობისაგან დამხსნელი"

ლოცვა ღმრთისმშობლის ხატისადმი “დაღრჩობისაგან დამხსნელი”

დაღრჩობისაგან დამხსნელი მიმართავენ ისინი, ვინც წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებულნი

შუამდგომელო მხურვალეო, დედაო ღუთისა მაღლისაო, შენ ხარ შემწე და მეოხ ყოველთა ქრისტეანეთა, რომელნი ჭირსა შინა შთავრდომილ არიან. გარდამოიხილე მაღლით ჩუენზედა, რომელნი სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა. გევედრებით, გარდამოუვლინე, მსწრაფლშეწევნაჲ შენი ყოველთა, რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან. ცხოვნებაჲ მიჰმადლე მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ყოველთა, რომელნი წყალსა შინა რღუნით მოსწყდებიან და ყოველთა მლოცუელთა ხსნისა მათისათვის მიანიჭე უხუებაჲ წყალობისა შენისა. რომელნი ხატსა შენსა შევრდომილნი, შენდა ვითარცა მწყალობელისა ჩუენისა მომართ შევსწირავთ ლმობიერთა გალობათა ჩუენთა: არა არს ჩუენდა მწე, არცა შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ თვინიერ შენსა, ჰოი, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მოგზაურობასა შინა მყოფთაო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი და ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები