18 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობალოცვა ღირსი ეფრემ ასურისა

ლოცვა ღირსი ეფრემ ასურისა

ეფრემ ასური ღირსი ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირაში იკითხება სამშაბათს საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს, პარასკევ დილას.

ხოლო კვირა საღამოდან იკითხება მარხვის განმავლობაში გარდა პარასკევ საღამოსა, შაბათისა და კვირა დილისა.

ამ დროს სრულდება თექვსმეტი მეტანია. პირველი სამი მუხლის მერე – სამი დიდი მეტანია, შემდეგ თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს – ერთი დიდი მეტანია

ლოცვა

“უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (12-ჯერ მცირე მეტანიებით).

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. განსაკუთრებულად მიყვარს ეს ლოცვა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები