12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობალოცვა – გონების განწმენდა

ლოცვა – გონების განწმენდა

“მორჩილება აზროვნების მიმდინარეობას აწესრიგებს…”

“სასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს”.
ს.ა. ნილუსი

ლოცვა“ჩვენს ცნობიერებაში გაჩენილი აზრები შესაძლოა არაამქვეყნიური ძალების ზემოქმედების შედეგიც იყოს.
წმიდა მამები, წარმოშობის თვალსაზრისით, სამი სახის აზრებს გამოყოფენ: ღვთიურს, ბოროტისეულსა და ადამიანურს.

მართლმადიდებლური გაგებით, ბოროტს შეუძლია იმოქმედოს ადამიანის გონებაზე და დაბადოს მასში სხვადასხვა აზრი, იდეა, წარმოდგენა. სწორედ ეს ძალა განაპირობებს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ვუბრაზდებით, ვეჩხუბებით სხვას, უიმედოდ ვართ, გვეძალება სასოწარკვეთა, მივიჩნევთ, რომ ყველაფერი უაზრობაა, არავინ არის ჩვენი პატრონი, დამხმარე, განვიცდით შურს, გვწყინს სხვისი ბედნიერება, ვიძირებით პატივმოყვარულ ოცნებებში, დიდ ვინმედ წარმოვიდგენთ თავს… ამგვარ და კიდევ მრავალ სხვა განცდათა გაჩენა ბოროტისეული ძალის ზემოქმედებას უკავშირდება.

ბოროტისეული აზრობრივი ზემოქმედება მრავალმხრივია და ხშირად თან სდევს შეშფოთების, დამძიმების, სასოწარკვეთის შეგრძნებები. წმიდა ბარსანოფი დიდი ამბობს: “თუ რაიმეს გაიგონებ, იფიქრებ, დაინახავ და ამ დროს თუნდაც მცირედაც კი შეშფოთდება შენი გული – უნდა იცოდე, რომ ეს დემონისაგანაა”.

ადამინის წინააღმდეგ ბოროტის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სასოწარკვეთაში ჩაგდებაა, მის არსებაში უიმედობის, მწუხარების, განცდების გაჩენა. ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, არავისათვის საჭირონი არ არიან, საერთოდ, რისთვის მოევლინენ ამ ქვეყანას, ხომ არ აჯობებდა, თავად დაესვათ წერტილი ამ მძიმე, უაზრო ყოფისათვის და თვითონვე მოესწრაფათ სიცოცხლე?! უჩნდებათ აზრი, რომ ღმერთი სასტიკია და უფლისაგან მიტოვებულნი არიან.

სასოწარკვეთის გრძნობების გაჩენას მრავალი ცხოვრებისეული პრობლემაც უწყობს ხელს: მატერიალური გაჭირვება, ავადმყოფობა, ახლობლების უყურადღებობა, დამცირება, უმუშევრობა. ძნელია გაუძლო სირთულეებს, გაჭირვებას და არ აჰყვე გრძნობებს, მაგრამ ბოროტიც თავისდა სასიკეთოდ იყენებს ამას, ყველანაირად ცდილობს, ადამიანს გაუსაძლისად მოაჩვენოს თავისი ყოფა, ყველაფერზე ხელი ჩააქნევინოს.

ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი წერს: გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია შეადგენს, ხოლო მათ შორის ნახევარს კი სულიერი წარმოშობის დაღი ატყვიაო.

ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ მიწაზე ადამიანთა დასაჭერად გაბმული ბადე იხილა და იმდენად მჭიდროდ ნაქსოვი იყო იგი, რომ შეძრწუნებულმა უფალს შეჰღაღადა: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს. მხოლოდ მორჩილი არ გაებმებაო მასში, – მიიღო პასუხად. ეს დიდი სათნოება კი გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული გაჭირვებისა, სიძნელისა არ უნდა აჰყვე მძიმე განცდებს, არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში და მორჩილად, იმის შეგნებით, რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით, ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, შეინარჩუნო სულის სიმხნევე, იმედი ღვთისა. როცა ნაკლებად ჰყვები მძიმე განცდებს, ცდილობ, არ მოგიცვას შავბნელმა ფიქრებმა, ამით გზას უკეტავ დემონური ძალის ზემოქმედებას შენზე.

მწარე სინამდვილისადმი ამგვარი მორჩილებით იგერიებ ბოროტისეულ შემოტევებს და არ ხვდები იმ ბადეში, რომელსაც ხლართავს ადამიანის დასაჭერად.
მორჩილება აწესრიგებს აზროვნების მიმდინარეობასაც. ამ დროს ცდილობენ, შეიგრძნონ და დაემორჩილონ ღვთის ნებას, მოიქცნენ არა თავისი მოთხოვნილებებისდა მიხედვით, არამედ ისე, როგორც ეს ღვთიურ რიტმს მოაქვს.
ლოცვა საჭირო მიმართულებით წარმართავს გონებას, განაქარვებს ცნობიერებაში გაჩენილ მკრეხელურ, ცოდვილ აზრებს. მორჩილება უმძლავრესი იარაღია დემონური ძალის წინააღმდეგ და ვისაც ეს დიდი სათნოება აქვს, მის წინაშე ეშმაკი უძლური ხდება.

ზოგჯერ დემონური ძალა ყოველნაირად ცდილობს, გაგაღიზიანოს, წყობიდან გამოგიყვანოს. აყოლის შემთხვევაში უფროდაუფრო გამოგიწვევს, ჩაგითრევს. მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევ, დაუპირისპირდები მის შემოტევას, თანდათან შესუსტდება ამ ძალის ზემოქმედება.

დემონები ბევრს ხვდებიან ჩვენს ქცევაზე, სახის გამომეტყველებაზე დაკვირვების შედეგად. წმიდა ისიდორე პელუსიელი ამბობს: “ბოროტმა არ იცის, რას ვფიქრობთ, რადგან ეს მხოლოდ ღვთაებრივი ძალისათვის არის ცნობილი, მაგრამ სხეულებრივი მოძრაობებით იგი იჭერს ჩვენს ფიქრებს. შეამჩნევს, მაგალითად, რომ უმზერენ სხვის სილამაზეს, მაშინვე სარგებლობს ამით და აღაგზნებს ასეთ ადამიანს მრუშობის ვნებით. ეს ძალა მთელი ცხოვრება გითვალთვალებს, მეტად კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას”.

სამწუხაროდ, ფსიქოლოგთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს ბოროტი ძალის მოქმედების შესახებ, არ ესმის, რა დიდ ზეგავლენას ახდენს ის ჩვენს ფსიქიკაზე. აზროვნების პროცესის განხილვისას ამ დარგის სპეციალისტები არ ითვალისწინებენ არაამქვეყნიურ ძალთა შესაძლებლობებს და ხშირად რჩებიან მეტად პრიმიტიულ დონეზე ამ ურთულესი ფსიქიკური პროცესის გაშუქებისას.

ჩვენს ფსიქიკაში ჩნდება აზრები, იდეები, წარმოდგენები ღვთაებრივი ძალის შთაგონებით, ზეგავლენითაც, რომლებიც უფლისგან, ანგელოზებისგან, წმიდანებისგან მოდის. როცა გვსურს, უცბად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აზრები კი გვიორდება, ან კიდევ არ შეგვიძლია გავიხსენოთ რამე, ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია – მაშინ გულისყურით, ყურადღებით, მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს, მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, ან დროზე გაგვახსენოს, რაც გვჭირდება.

მართლმადიდებლური გაგებით, მფარველ ანგელოზს ერთი თვისება ახასიათებს. იგი განეშორება იმ ხალხს, ვინც ღვთისათვის არასათანადოდ ცხოვრობს, ბევრს სცოდავს.

წმიდა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა: “თითოეულს ნათლობის შემდეგ მფარველი ანგელოზი მიემაგრება. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ კავშირს მასთან? იგი თავის მოქმედებას სინდისის, გულის მეშვეობით ახორციელებს. როცა ადამიანი სულის ხსნისათვის იღწვის, უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, ერიდება ყველა ცოდვას, მაშინ ის გრძნობს თავისი მფარველი ანგელოზის არსებობას, მაშინ ზეციური დამცველი არიგებს ყველაფერ კარგის გასაკეთებლად, შთააგონებს კეთილ აზრს, აფრთხილებს ბოროტების შესახებ. მას ჩვენ გარდაცვალების დროს ვნახავთ”.
უმთავრესი პირობა, ჩვენს ცნობიერებაში ღვთაებრივი სამყაროდან მომდინარე აზრების, იდეების მოსაცემად, არის ის, რომ უნდა შევეცადოთ, მოვერიდოთ ცოდვას, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ.

ერთ-ერთი ნეტარება გვეუბნება: “ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ”. გულის სიწმინდის შენარჩუნება, მართლმადიდებლური სწავლებით, გულისხმობს არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრითაც რაც შეიძლება ნაკლებ შეცოდებას. მაშინ არის მოსალოდნელი, უფალმა მოიღოს მოწყალება და მისი დაშვებით გაგვინათდეს გონება, გაგვიჩნდეს ჩვენთვის სასარგებლო, მაცხოვნებელი აზრები, იდეები, წარიმართოს ყურადღება საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, დაშვებულ შეცდომებზე, ჩავწვდეთ ღვთის არსების დაფარულ მხარეებს. თუმცა ზოგჯერ არაეკლესიურად, ღვთისათვის არასათნოდ მცხოვრებსაც მიუთითებს შინაგანი ხმა, სინდისი, მფარველი ანგელოზი. იმდენად უსაზღვროა უფლის მოწყალება, ყველას სწვდება იგი, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ კანონს, რომ ზეციური სამყაროდან მომდინარე აზრების მოცემისათვის, შეგრძნებებისათვის აუცილებელია სულიერი განწმენდა.

იღუმენ ნიკონის მიხედვით, სულიერების მაღალ დონეზე მყოფი ადამიანი სრულიად გარდაისახება. “იცვლება ყველაფერი: გონება, გული, ნება, მთელი არსება, სხეულიც კი. “ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს”, – ამბობს პავლე მოციქული” (1 კორ 2,16).

აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების გარდა გამოიყოფა მისი სულიერი, შინაგანი სახეც. იგი გულისხმობს სულიერ შემეცნებას, ღვთაებრივ იდეათა გაგებას, შეგრძნებას უფლის არსებობისა და მასთან ურთიერთობისა. ამას უბრალო ენით რელიგიურ ინტუიციას უწოდებენ, რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ ვრწმუნდებით ღმერთის არსებობაში, არამედ შევიგრძნობთ კიდევაც მას, განვიცდით მის ყოფნას, საკუთარ კონტაქტსა და კავშირს უფალთან. ეს ყველაფერი იღვიძებს და ვითარდება უფლისმიერი მადლით, ადამიანის მისწრაფებით ამისკენ.

აზროვნებას წმენდს ლოცვა. ამ დროს ხშირად ჩნდება გონებაში ჩვენთვის საჭირო აზრები, მითითება ხდება დაშვებულ შეცდომებზე, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. გიტივტივდება საკუთარი სულის ცხონებისათვის უფრო მნიშვნელოვანი თემები. შეგრძნება ისეთია, რომ არა ლოცვა, ამ დროს უხილავად შემოსული ღვთაებრივი მადლი, ამგვარი გარდასახვა არ მოხდებოდა.

აზროვნების მიმდინარეობას მეტად ამრუდებს ცოდვითი დაცემები. ასეთ დროს ხშირად ყველაფერი მათდა სავალალოდ მთავრდება. ეს დამოკიდებულება ცოდვით დაცემასა და აზროვნების გამრუდებას შორის განსაკუთრებით კარგად ეკლესიის წიაღში, მართლმადიდებელ მრევლში შეიმჩნევა. უფალი ამით მიგვითითებს, გვაგრძნობინებს, რომ არაფერი ხდება მისი ნების გარეშე და სწორ, ჭეშმარიტ აზროვნებას დამსახურება უნდა, ეს უფლის დიდი წყალობაა და ჩვენ ყოველნაირად უნდა გავითავისოთ იგი”.

“ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება”.
ღირსი ანტონ ოპტინელი

ქეთი ჭელიძე

დავით ციცქიშვილი
მართლმადიდებლური ფსიქოლოგია

მსგავსი სტატიები

23 COMMENTS

  1. didi madloba am statiistvis…calian damexmara, am gausazlis epoqashi.bevr rameze damafiqra.
    cudia ise calian ar var rcmenashi boroti suli davamarcxo da sasocarkvetashi ar chavarde eshmaki chemze clieria. amas rom vkitxulobdi mashinac ki mebrcoda azrebi mefanteboda, me ki tavidan vicyebdi kitxvas.
    didi madloba kidev ertxel aseti damocgvristvis…

  2. ეს სტატია ჯალიან ნაცნობი წიგნიდანაა,,,,,,,,მამა დავიტ ციცქისჰვილი……..მარტლმადიდებელი ფსიქოლოგია………

  3. ვაიმეეე აი ძალიან ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამის დამწეწრს.. სწორედ ეხლა აი ეს სიტყვები მჩირდებოდააა…. <3

  4. მეც მადლობას ვუხდი მეც ძალიან გამომადგა

  5. მამა დავითის წიგნს აუციებლად წავიკითხავ.:***

  6. დზალიან გვეხმარება ამბიონი,რომ გამოვფხიზლდეტ და მეტად ყურაგგებიტ ვიყოტ საკუტარი სულის გადასარცჰენად…ვეცადოტ მაინც და უფალი ხომ მოწყალეა… უფლის წყალობა ნუ მოგვაკლოს ტვიტ უფალმა იესო ქრისტემ სრულიად მარტლმადიდებელ სამყაროს…

  7. ქეთი დიდი მადლობა საყვარელო,ეს სტატია მე მართლა მჭირდება, უფალმა წყალობა არ მოგვაკლოს და გაგვაძლიეროს ჩვენ და სრულიად საქართველო

  8. ბარსანოფი დიდის შეგონება: ”თუ რაიმეს გაიგონებ, იფიქრებ, დაინახავ და ამ დროს თუნდაც მცირედაც კი შეშფოთდება შენი გული – უნდა იცოდე, რომ ეს დემონისაგანაა” ძალიან მომწონს და უფლის წყალობით ცხოვრებაშიც ვცდილობ გამოვიყენო და ძალიან მეხმარება. დიდი მადლობა, უფალმა გაგახაროთ!

  9. გიხარეთ,თქვენ ბევრ ადამიანს ეხმარებით.უფალმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.ამინ!

  10. gmadlobt qeti,vcxovrob kundzul santorinze aralegalurad.mkavs berdzeni modzgvari,magram koveltvis maklda is rac tqveni statiebidan mivige,madloba tqven da ambions!

  11. დიდი დიდი მადლობა ამ სტატიის დამწერს, ძალიან დამეხმარა და ძალა მომცა..

  12. mainteresebs gvtismshoblis kanoni calke krebulia?tu daujdomel sagaloblebs qvia?da gvtismshoblis romeli kanoni ikitxeba gansacdelis jams?

  13. ქეთი უერთდები ყველას მადლობად და მადლობა რედაქციას,ყოველივე ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო და ყოველვეს ვინც წაიკითხა ბოლომდე,გაიაზრა თუ არა მიუხედავად ყიველივისა….დიდი მადლობა ყველას!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები