მთავარიქრისტიანობალოცვა გარდაცვლილთათვის

ლოცვა გარდაცვლილთათვის

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა (მათი სახელები) და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველნივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.

ამ ქვეყნიდან წასულებს ჩვენ გარდაცვლილებს ვუწოდებთ, რადგან სიკვდილის შემდეგ ადამიანი უკვალოდ კი არ ქრება, არამედ მისი სული სხეულს განეშორება და სხვა, ზეციურ სამყაროში გადაინაცვლებს. იქ სული საყოველთაო აღდგომამდე რჩება, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას აღსრულდება, როცა, როგორც უფალმა თქვა, გარდაცვლილთა სულები ისევ შეუერთდებიან საკუთარ სხეულებს და აღდგებიან. მაშინ ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება: მართალნი ზეციურ სასუფეველს, მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ცოდვილნი კი – მარადიულ სასჯელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები