ჰოჲ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი.
მოიხსენე, ჰოჲ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღუთაებრივსა მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ.
გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისა შორის რჩეულთა ღმრთისათა. ყოვლად წმიდაო, ზეციურო დედუფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვაჲ ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თუალითა შენითა; ნუ სირცხვილეულ ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე. შემწეო ქრისტიანეთაო, განმკურვნელო სნეულებათაო, აწცა ღირს მყავ განცდად ჩემ ზედა, შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რათა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა, ჟამსა ჭირთა და სნეულებათა, შენდამი შევრდომილთა. ამინ.

ძალიან გთხოვთ, ეგ ლოცვა მინდა რომ დავაკოპირო ამოვბეჭდო და ხატებთან დავდო მაგრამ ვერ ვახერხებ და იქნებ დამეხმაროთ. გმადლობთ წინასწარ
უცებ რაც მომივიდა თავში შეგიძლია პრინტ სკრინი (არის ასეთი ღილაკი კლავიატურაზე) გამოიყენო და შემდეგ გახსნა როგორც გრაფიკული ობიექტი და დაბეჭდო. მოკლედ თუ ამ ფუნქციის გამოყენებ არ იცი იქნებ ვინმეს თხოვო და დაგეხმარება
ise es locva, lamazad amobechdili, tavisit dasakidit, saeklesio magaziebshi iyideba
აი ლინკი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/pekhmdzimobis.htm
და კიდევ, თუ რამე ლოცვა დაგჭირდება
http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm
შეგიძლიათ მონიშნოთ ტექსტი ხატითურთ Ctrl და c კლავიშებით და ჩააკიროთ ვორდში Ctrl და v კლავიშებით. შემდეგ ამბეჭდეთ :)
ეს ლოცვა შეიძლება სხვამ წაიკითხოოს? ანუ არაორსუმა ორსულისთვის? :* <3
ara chemo kargo ar sheidzleba aq deda sakutari tavis da sakutari shvilis kargad yofnas stxovss
dzalian mamshvidebs am locvis wakitxvaa dideba ufals………….yvela fexmdzimes gisurvebt mshvidobis muxli mogeyarottt ………….
Udidesi imedit vnitxulob am locvas da shevvedreb deda gvtismshobels chemi momavali pataras janmrtelobas madlobt
Orsulobis shemdeg,rom.waikitxoa dedam locva rata shvilis natlobas daeswros romelia shegidzliat mitxrat?