მთავარი » ქრისტიანობა

ლოცვა ცოცხალთათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.08.2022 | 784 ნახვა

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი, მასწავლებელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ სხვებზეც, გვიყვარდეს და ვლოცულობდეთ მათთვის, რადგან ყველა ერთი ზეციური მამის შვილები ვართ. ეს ლოცვები არა მარტო მათთვისაა სასარგებლო, ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენთვისაც, რამდენადაც ეს მათ მიმართ სიყვარულის გამოვლენაა, უფალი კი გვასწავლის, რომ სიყვარულის გარეშე ღვთის შვილი ვერავინ გახდება.

ჩვენ უნდა ვილოცოთ სამშობლოსთვის, სულიერი მოძღვრისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, სულიერი და-ძმებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, როგორც ცოცხალთათვის, ისე გარდაცვლილთათვის, რამეთუ ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია (ლუკ. 20:38).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი