მთავარიქრისტიანობა"საღმრთო ლიტურგია მთელი ღვთისმსახურების გულია"

“საღმრთო ლიტურგია მთელი ღვთისმსახურების გულია”

საღმრთო ლიტურგია მთელი ღვთისმსახურების გულია. მის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა და ღვთის სასუფეველში შესვლა. ეკლესია – ეს კოსმოსური ხომალდია, რომელიც ზეცაში მიგიყვანს. და იცი რატომ? იმიტომ, რომ აქ სრულდება მსხვერპლად შეწირვა. მსხვერპლად ეწირება ქრისტე, ღვთის კრავი. ის გთავაზობს საკვებს, რომელიც გაჯილდოებს სამუდამო ცხოვრებით. „მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის“(იოანე 6. 35). არაფერი არ არის ღვთისთვის სათნო ისე, როგორც ეს მსხვერპლი! ის იღებს მას და გვაძლევს თავის კურთხევას და წყალობას და აი, რატომ:

ცნობილია, რომ კაცობრიობა ასცდა გზას და ჩავარდა ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვაში. როდესაც დიდია ცოდვა, შესბამისად დიდი იქნება სასჯელიც. დანაშაულის შეგრძნება აიძულებდა ადამიანებს გადარჩენის გზის ძებნას. ყველა დროში ხალხი ცდილობდა მიეღო შენდობა ღვთისგან მსხვერპლშეწირვის საშუალებით. მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებსა და საკუთარ შვილებსაც კი. „მიწა შეიბღალა მკვლელობებით. მსხვერპლად სწირავენ თავიანთ ძეებს და ასულებს,“ – ამბობს წინასწარმეტყველი.

იყვნენ ისინი შეწყნარებულნი? არა, დანაშაულის გრძნობა რჩებოდა, საჭირო იყო ერთადერთი უსასრული ღირებულების მსხვერპლის შეწირვა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ღვთის სამართლიანობისა და რომელიც სურდა ღმერთს.

მაგრამ სად ეპოვა ცოდვილ ადამიანს შესაბამისი მსხვერპლი? ვერსად! მას ვერ ნახავდი ვერც ცხოველებსა და ვერც უდანაშაულო ბავშვებს შორისაც კი. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა არაფერი, რასაც შეეძლო გამოესყიდა ადამიანის დანაშაული. მაშინ ღმერთმა თვითონ მისცა ხალხს საჭირო მსხვერპლი.

მან გამოაგზავნა დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტე, როგორც ერთადერთი შესაძლო შესაწირავი. ის მსხვერპლად შეეწირა გოლგოთაზე. ეს იყო უდიდესი, განუსაზღვრელი ღირებულების მსხვერპლი! ძე ღვთისა, მხოლოდშობილი ეწირება! იგი, უცოდველი, იტანს სასჯელს იმიტომ, რომ შენდობილ იქნან და გადარჩნენ დამნაშავენი. ნუთუ ეს არ არის სიყვარულის გამოხატვა?

ყოველ ლიტურგიაზე ხელახლა ეწირება მსხვერპლად ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისათვის. წმინდა ტრაპეზზე თვით ქრისტეა. სულიწმინდა გადმოდის სამსხვერპლოზე და პურსა და ღვინოს გადააქცევს ქრისტეს სისხლად და ხორცად. მსხვერპლშეწირვა შესრულდა.

და ღმერთი ხელახლა იღებს მას. თავისი ძის მსხვერპლად შეწირვით გვაძლევს შენდობას იმასაც რასაც ვთხოვთ ამ მომენტისათვის. გეკითხებით, ეს სიმბოლოა? არა, სრულდება ნამდვილი საიდუმლო.

წყარო: არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი
რატომ არა ხარ ეკლესიაში?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები