ლიკანის წმ.გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძრის საძირკველი 2014 წელს იკურთხა. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ინიციატივით დაიწყო. პირველი წირვა კი 2017 წლის 22 თებერვალს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს აღევლინა. ტაძრის კურთხევა უახლოეს პეროდში იგეგმება.
ლიკანის წმ.გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ლუკა რუსაძე. ტაძარში მსახურებები მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით აღევლინება.
ტაძრის სრულად აღმშენებელია ადგილობრივი შალვა ფხიკიძე. იგეგმება სამრევლო სახლის მშენებლობა, სამრეკლოსა და ტაძრის მოხატვა.
ფოტო: თეონა ნოზაძე
