25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებალგბტ პირების აქცია შესაძლოა რუსთაველზე აღარ გაიმართოს

ლგბტ პირების აქცია შესაძლოა რუსთაველზე აღარ გაიმართოს

ლგბტ

ლგბტ პირების უფლებების დამცველი ორგანიზაცია “იდენტობის” აქცია რუსთაველის გამზირზე შესაძლოა აღარ გაიმართოს. “იდენტობის” წარმომადგენლების თქმით, ლგბტ პირების აქციისათვის ალტერნატიული ადგილს არჩევენ.

რუსთაველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან მისული. შს მინისტრის მოადგილის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რადგან აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და მათი რაოდენობა ძალიან დიდია, შესაძლოა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია რუსთაველზე ვეღარ შედგეს. მისივე თქმით, აქციაზე ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან ლგბტ აქტივისტების აქცია-ფლეშმობის გამართვა იგეგმებოდა. აქციის დაწყებამდე რუსთაველზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. არ დაუშვათ უზნეობის პროპაგანდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები