13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიპოპულარულილექსები და თქმულებები თამარ მეფეზე

ლექსები და თქმულებები თამარ მეფეზე

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში, თამარ მეფის დროინდელ ანჩის სახარებასა და მეფის მიერ გაცემული ორი სიგელთან ერთად, ინახება თამარისადმი მიძღვნილი ლექსები და თქმულებები: XVIII-XIX საუკუნეში გადაწერილი ჩახრუხაძის ,,თამარიანი”, თეიმურაზ +-ის ლექსები, გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,სახე თამარ მეფისა ბეთანიის ეკლესიაში”, თამარ მეფის საფლავის ეპიტაფია და რამდენიმე ხალხური შაირი და ზღაპარი. მათ შორის არის:

ლექსი თამარზე

1. 1762 წ. კრებული. შედგება: ლოცვები, სჯულის კანონის ნაწყვეტები, მეფე დიმიტრის იამბიკონი და სხვა. ერთ-ერთი ნაწყვეტია: ,,თამარ მეფემ რომ ხალიფაზე გაიმარჯვა, ხახულის ღთისმშობელს დროშა და მანიაკი მიართო; ეს იამბიკო ხუთეულ ოცდახუთ ლექსად თქმული“.

2. 1839 წ. ლექსთა კრებული. ერთ-ერთი გადამწერი მღვდელი ანდრია წიწვიანიძე.

,,ძველთა და ახალთა საქართველოს მელექსეთა სახელნი, ნათქუამი პირუელისა მეფისა თეიმურაზისაგან ნაბრძანებია: ,,სხუა ლექსით ჩახრუხაძემა შეამკო მეფე თამარი, არ მებრალების საქებრად თამარი მისი ჰამარი … “

3. 1915 წ. ზეპირსიტყვაობათა მასალები. – ანდაზები, გამოცანები, ლოცვები, ზღაპრები, სოფლური ლექსები შეკრებილი სხვადასხვა სოფლებში. ერთ-ერთი მათგანია სოფელ კაცხში შეკრებილი მასალა ვლადიმერ გოგოლაძის მიერ. მათ შორისაა ზღაპარი – „სოფლიური რწმენა თამარ დედოფლის შესახებ“. ,,თამარ დედოფალი ყოფილა ობოლი. ერთხელ თურმე დედინაცვალმა მწყემსად გაგზავნა …”.

4. გრიგოლ ორბელიანი. „სახე თამარ მეფისა ბეთანიის ეკლესიაში“, გადაწერილი XIX საუკუნეში.

5. კრებული. შედგება: წამება წმ. ევფემიასი, სასულიერო ლექსები, ლოცვები, იამბიკონი დედოფალ ქეთევანისა, ცოდვის წამალი და სხვა. კრებულში შედის ეპიტაფია თამარ მეფის საფლავისა – „თამარ მეფის საფლავის ზედან დაწერილი“.

6. ჩახრუხაძის ,,თამარიანი”, გადაწერილი 1835 წელს.

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები