ბოლო წლებში საქართველოში, რუსული ესტრადის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, 4 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ლაიმა ვაიკულეს შოუ-კონცერტი, სრული ანშლაგით ჩატარდა.
ფილარმონიაში გაჟღერდა მონატრებული ძველი და ახალი ჰიტები, ქართველი მოყურებელი, დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეხვდა ნაცნობ სიმღერებს.
„ძალიან მიყვარს საქართველო და ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას“,- განაცხადა ვაიკულემ.
კონცერტი საქველმოქმედო იყო, ლაიმა ვაიკულეს გადაწყვეტილებით, მისი დღევანდელი კონცერტი უწმინდესს და უნეტარესს, ილია II-ს მიეძღვნა.
ვაიკულე საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდა, მომღერალი ჯერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მიიღო. პატრიარქმა ლაიმა ვაიკულეს თავისი დაწერილი საგალობლები მოასმენინა და მის მიერ შექმნილი ჯვარი უსახსოვრა. უწმინდესმა მომღერალს საპატრიარქო პირადად დაათვალიერებინა და საპატრიარქოში არსებული სიწმინდეები მოალოცინა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ლაიმა ვაიკულე საქართველოს კვლავ ესტუმრება.
ლაიმა ვაიკულეს თქმით “ამ გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები არ ჰყოფნის”, რაც მას პატრიარქთან შეხვედრისას დაეუფლა. მომღერალი საქართველოს 5 ივნისს დატოვებს.
დავით დანელია

რათქმაუნდა კარგი მომღერალი და საპატიოს სტუმარია და ღირსეულადაც დავხვდით.პატრიარქმაც დიდი სითბო და ყურადღება გამოიჩინა,საკუთარი ხელით დამზადებული ჯვარიც უსახსოვრა,მაგრამ თუ მკრეხელობაში არ ჩამითვლება მგონი ლაიმა ვაიკულე კათოლიკეა და მართლმადიდებლურ ჯვარს პატივს მიაგებს ???????????????შეიძლება არასწორად ვამბობ ,უფალმა მაპატიოს..
arascorad mcodnia.bodishit.martlmadidebeli yofila laima vaikule maia asatianis profilSi Tqva gushin