მთავარიქრისტიანობაკვირაცხოვლობა-ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა (12.05.2013)

კვირაცხოვლობა-ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა (12.05.2013)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ფოთში ახლადგახსნილი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი აკურთხა.

ტაძრის კურთხევის ცერემონიალს უამრავი ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილიც დაესწრო.
უწმიდესმა მრევლს დიდებული დღესასწაული – კვირაცხოვლობა და ტაძრის აღდგენა მიულოცა.

ფოთის საკათედრო ტაძარი

“ეს ტაძარი აღდგომის სახელობისაა და საქართველოს განახლებისა და აღდგომის სიმბოლოა. დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რათა მოგვანიჭოს მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც მთელი ერის ცხოვრება, განსაცდელებით არის სავსე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი განაგებს ამ ქვეყანას და ყოველი ადამიანის ბედს. უფალი იქ წყვეტს და აქ სრულდება”, – აღნიშნა უწმიდესმა.

უწმიდესმა დიდი ქართველი მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ქალაქის მეთაურის უშუალო ჩარევით და მოღვაწეობით აშენდა ფოთიც და საკათედრო ტაძარიც. “მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ დღეს ამ წმინდა წირვას ესწრება მისი პირდაპირი შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი”, – ბრძანა უწმიდესმა და პატივისცემის ნიშნად სალომე ზურაბიშვილი დააჯილდოვა.

ფოთის საკათედრო ტაძარიპატრიარქმა საკათედრო ტაძრის კურთხევა და აღდგენა მიულოცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლსაც და წმინდა ამბროსი ხელაიას ხატი გადასცა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა პატრიარქი და პრეზიდენტი დააჯილდოვა. ხატები მეუფემ ილია მეორესა და მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი სადღესასწაულო წირვის შემდეგ გადასცა. როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული განწყობაა, როგორც ფოთისა და ხობის ეპარქიაში, ისე მთელ საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ფოთის საკათედრო ტაძარი არის ახალი აია სოფია და ის საქართველოს განახლების სიმბოლოა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები