5 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – კვირაცხოვლობა მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ეს არის უდიდესი დღესასწაული თანატოლი აღდგომისა. კვირაცხოვლობის მადლი გეწეოდეთ თქვენ და საქართველოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

ილია მეორემ დღეს სამი გვარი დალოცა – მაღლაფერიძეები, ჭარელაშვილები ჭარელიშვილები. ამასთან, დააჯილდოვა იღუმენი იოანე კალანდია, რომელიც აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში.
