მთავარიქრისტიანობაკვირა დღეს მსახურებაზე დასწრების მნიშვნელობაზე - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

კვირა დღეს მსახურებაზე დასწრების მნიშვნელობაზე – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი: “კვირა – წმიდა ჰყავ დღე იგი. კვირა ღმრთის დღეა. ამ დღეს კაცი მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს და ღმრთის საქმე აღასრულოს. სამება მონასტერშიც რომ ცხოვრობდე და ყოველდრე წირვა-ლოცვას ისმენდე, კვირა დღე მაინც უფრო მეტი კრძალვითა და სიწმიდით უნდა გაატარო. შენ კი, სოფლის კაცი ხარ, თუ ქალაქში მცხოვრები, იქნებ ექვსი დღის განმავლობაში ღმერთი არც გაგახსენდა და გულმოდგინედ ერთხელაც ვერ ილოცე. ნუთუ კვირა დღეც ამაოებაში და ვაჭრობაში უნდა გაატარო! თუ ასე ხშირად მოიქეცი, ბოლოს ღმერთზე გული გაგიგრილდება, სასოებას დაკარგავ და სოფელი და ცოდვა სრულიად წარგიტაცებს.

კვირა დღეს წირვა-ლოცვის მოსმენას ისე მტკიცედ უნდა იყო მიჩვეული, რომ სანამ ელესიაში არ წახვალ, თვით შენი გული და სინდისი ძალას გატანდეს და არ გასვენებდეს. თუ კაცს ღმრთის მცნება გულში დაბეჭდილი არა აქვს და მისი აღსრულება თვით ბუნების მოთხოვნილებად არ უქცევია, მას სჯული ღმრთისა შეთვისებული არ ჰქონია. კვირას დილით ადგომის შემდეგ სახლში ილოცე, მერე წადი და ცისკარი მოისმინე. ვინც საღამოს დროზე დაიძინებს და დილით ადრე ადგება, იგი დღეს უფრო სიმრთელითა და მხიარულებით გაატარებს. ეცადე, რამე წმიდა წიგნებიდანაც წაიკითხო და სულითა და გულით ასე განმზადებული წირვასაც უფრო ნაყოფიერად მოისმენ.

წირვის შემდეგ, მიიღებ რა სადილს, ეცადე, რაიმე მცირე კეთილი საქმე მაინც აღასრულო; იქნებ ვინმე ღარიბი და საწყალი კაცი იცი, რაიმეთი შეეწიე ისე საიდუმლოდ, რომ მარჯვენამან შენმან არ შეიტყოს; იქნებ ვინმე შენი მეზობელთაგანი სნეული და მწუხარეა, მიდი და ნუგეში ეცი; იქნებ ვინმე ისეთი ნაცნობი გყავს, რომელსაც საღმრთო საგანზე ლაპარაკი უყვარს, მიდი მასთან, ილაპარაკე და დრო გაატარე. იმ დღეს ყბედ, მეჭორე და ცილისმწამებელ კაცთან არ მიხვიდე. ბოლოს, საღამოს მწუხრი მოისმინე და ასე ხორციელად მოსვენებული და სულიერად განახლებული, მეორე დღეს ექვსი დღის საქმესა და შრომას შეუდექი. იცოდე, რომ კვირადრეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა.”

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები