საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვიპროსში, ღალიას სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის ტაძრის დამცავი გადახურვის მოწყობა დაწყებულია. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
ქვეყნის გარეთ არსებული X-XII საუკუნის უდიდესი არქიტექტურული კომპლექსის გადარჩენა და მისი საერთაშორისო ტურისტულ ქსელში ჩართვა კვიპროსისა და საქართველოს სიძველეთა დაცვის უწყებების მთავარი ამოცანაა.
ამ მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი კვიპროსში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური სამუშაო შეხვედრები გამართა კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტის დირექტორ, ქალბატონ მარინა იერონიმიდუსა და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – ბატონ ფილოთეოსთან.
სამუშაო შეხვედრის დროს მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება:
• უახლოეს მომავალში კვიპროსზე მივლინებით წარვგზავნოთ სააგენტოს სპეციალისტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს კონსტრუქციების მონტაჟის პროცესს, და შესაბამის ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს როგორც საქართველოს ასევე კვიროსის პასუხისმგებელ სამსახურებს;
• ღალიის მონასტერზე გადახურვითი კონსტრუქციის დამაგრების შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ეწვევა კვიპროსს, რა დროსაც შედგება შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრებს შორის;
• კვიპროსზე საქართველოს დელეგაციის ჩასვლამდე, ქართული მხარე უზრუნველყოფს ღალიის მონასტრის შესახებ სამენოვანი მცირე ბროშურის დაბეჭდვას;
• კვიპროსზე საქართველოს დელეგაციის ჩასვლამდე, ქართული მხარე უზრუნველყოფს ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე სამენოვანი საინფორმაციო დაფის დამონტაჟებას;
• საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას ღალიის მონასტრის შესახებ
სამეცნიერო ნაშრომის შეჯერებასა და გამოცემაზე;
• ორი ქვეყნის უწყებები გამოყოფენ პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც მოამზადებენ ღალიის მონასტერზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მასალის საქართველოში ექსპონირების პროექტს.
კვიპროსის მხარესთან თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო. ამ დროითვის ეტაპობრივად განხორციელდა – ღალიას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზისა ტაძრებისა და კომპლექსის აღმოსავლეთით, 2.5 კმ. დაშორებით მდებარე ბერების სენაკის სრული არქეოლოგიური კვლევები. საკონსერვაციო სამუშაობი კი ჩაუტარდა ღვისმშობლის ტაძარს. ის
2013 წელს ორ უწყებას შორის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავაების მიზნი, მიმდინარე წელს დაიგეგმა საერთაშორისო მემორანდუმის გაფორმება. დოკუმენტში ხაზგასმული იქნება თანამშრომლობის აუცილებლობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, სარესტავრაციო-საკონსერვაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.
.
