მთავარი » ქრისტიანობა

კურთხევა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.09.2017 | 2,529 ნახვა

კურთხევა სიტყვა კურთხევა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს – ქიროტონიას, ხელის ძალით მოქმედებას.

სიტყვა კურთხევა საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

1) ეპისკოპოსის, მღვდლის ან დიაკვნის ამაღლება სამღვდლო ხარისხში ხელდასხმით; კურთხევის დროს უპირატესი ეპისკოპოსი ხელს დაადებს თავზე მას, ვინც უნდა აკურთხოს, ამით გადასცემს უფლის მადლს;

2) მღვდელმსახურის მიერ მორწმუნის დალოცვა რამე საქმეზე.

პეტროზილო პიეროს ქრისტიანობის ლექსიკონში კი შემდეგ განმარტებას ვხვდებით:

ღმრთისადმი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიმართული თხოვნა, რათა მან განსაკუთრებულად მოავლინოს თავისი მადლი პიროვნებებზე (პიროვნებათა კურთხევა) და აკურთხოს საგნები. ვიწრო გაგებით, კურთხევა განსხვავდება მეოხების ლოცვისაგან, რადგანაც მას განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე პირი – მღვდელმსახური – წარმოთქვამს. კურთხევა შეიძლება იყოს მოხმობითი ან მიძღვნითი. კურთხევა იმ შემთხვევაშია მიძღვნითი, როდესაც პიროვნებას ან კულტის საგანს მიემართება, ანდა ახლავს ღმრთისმსახურებისადმი მიძღვნის წესს. კურთხევის მიცემა შეიძლება ჯვრის გამოსახვით ან ხელდასხმით, ნაკურთხი წყლის შეპკურებით ან წმიდა ზეთის ცხებით.

კურთხევის თეოლოგიური საფუძველი ქრისტესმიერი მადლის შუამავლობაა. მართლაც, იესოში ხორციელდება ღმრთის უმაღლესი კეთილმოსურნეობა ანუ მისი კურთხევის სისრულე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი