მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.11.2023 | 304 ნახვა

კურსების მთავარანგელოზთა ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი იმერეთის მხარეში, სოფელ კურსებში ზედა უბანში. მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს გაშლილ სოფლის ქვედა უბანში (ქველობანი). აგებულია 1890-იან წლებში.

1916 წელს მიშენებულ, სამრეკლოიან დასავლეთ კარიბჭეს ფანჩატური ჩამოქცეული აქვს. ეკლესიის შენობა ბერეკაშვილთა საგვარეულოს ტიპური ნახელავია. რუსტირებული პილასტრებით, ბალუსტრადით და კბილებიანი კარნიზით შემკული სამრეკლო ქუთაისის საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ნაგებობებს ეხმიანება.

2011 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი