მთავარი » ეკლესია-მონასტრები

კუმურდოს ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.12.2011 | 5,682 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – კუმურდოს მონასტერი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან – 14 კმ-ში, ზღვისდონიდან – 1740 მეტრზე სომხებით დასახლებულ სოფელ კუმურდოში.

კუმურდოს მონასტერი დღეს მეტად სავალალო მდგომარეობაშია. ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ არასწორადაა აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.

კუმურდოს ტაძარი

კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი – ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი. კუმურდოს ტაძარი
საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები განლაგებულია არა რადიალურად (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, იგი სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს არ არის გამოყენებული დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: კუმურდოს ტაძარი ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ.: აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.

მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულობაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების – ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში – საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი.

კუმურდოს ტაძარი
გარდა ამისა, კუმურდოს ტაძარი მიეკუთვნება იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს, რომელთაც თავისსავე კედლებზე აქვთ თავისი “პასპორტი” – სამშენებლო წარწერა, რომელშიაც მოხსენებული არიან კტიტორი (მშენებლობის მოთავე, ხარჯის გამღები) და ხუროთმოძღვარი, მითითებულია აგების თარიღი; არის სხვა წარწერებიც, რომლებიც ძეგლის შემდგომ ისტორიულ თავგადასავალს ასახავს.

კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი, კედლის კამარებისა და თაღების ზუსტი წყობის წმიდად გათლილი ქვა, მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი, საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა იშვიათი სიფაქიზითაა შესრულებული. ჩუქურთმები და ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ელზა says:

    დიდი და ლამაზი ტაძარია…სამწუხაროდ დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია…. ამ რამდენიმე წლის წინ მე შევძელი მისი მონახულება და ფოტოებიც მაქვს…მე ეხლაც ჯავახეთში ვიმყოფები და სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ვგეგმავ კუმურდოს მოვლას…

  • Дима says:

    ищу монастырь в районе оз Парнаваний мужской с Афонским уставом в 8км от женского монастыря св. Нино. находящегося в том же районе

    Дэвид вопрос к Вам подскажите если не сложно вроде называется если по русский Пхока. если кто другой подскажет не обижусь )

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი