მთავარი » ქრისტიანობა

კრების მონაწილეები ფიქრობენ, რომ იგი მუდმივმოქმედი ორგანო გახდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2016 | 1,623 ნახვა

ინფორმაცია აღებულია საიტიდან: www.karibche.ge

კრება “მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლები, რომლებიც აქ დიდ კრებაზე შეიკრიბნენ, იმედოვნებენ, რომ დიდი და წმინდა კრება გახდება მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ორგანო, რომელსაც რეგულარულად მოიწვევენ მართლმადიდებელთა XXI საუკუნის პრობლემების გადასაწყვეტად” – განუცხადა ჟურნალისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა, ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა კრების გახსნის შემდეგ.

ფორუმში, რომელიც საერთომართლმადიდებლური კრება უნდა ყოფილიყო, 14-დან 10 ეკლესიის მეთაური იღებს მონაწილეობას. 4 ეკლესიის წარმომადგენლები კრების გადადების მოთხოვნით გამოვიდნენ, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრაირქმა, რომელიც ფორუმის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი, კრების დადგენილ ვადებში ჩატარება მოითხოვა.

არქიეპისკოპოსმა იობმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, კრეტაზე მიმდინარე ფორუმი არის “დიდი და წმინდა კრება”, როგორც ეს გადაწყდა მართლმადიდებელთა ეკლესიების მეთაურთა წინასაკრებო შეხვედრაზე, იანვარში. “არცერთ სხვა ინსტიტუციას არ შეუძლია შეცვალოს საერთომართლმადიდებლური გადაწყვეტილება” – აღნიშნა მან.
არქიეპისკოპოსმა იობმა აღნიშნა, რომ ფორუმის მონაწილეებმა ხელმეორედ გაუგზავნეს მოწვევა იმ ეკლესიებს, რომელთაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე.

წყარო: პრავმირ.რუ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი