მთავარი » ეკლესია-მონასტრები

XI ს-ის კოზმანის წმ. გიორგის სახ. ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2017 | 5,566 ნახვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ღორეშაში მდებარე “კოზმანის” წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2017 წელი, 30 ივნისი).

კოზმანის წმ. გიორგის სახ. ეკლესია

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დასახლებიდან 3-4 კმ-თაა დაცილებული ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით (ადგილს ქვია “კოზმანი”).აღმოსავლეთის ფასადით კლდეზეა გადამდგარი და დაჰყურებს მდ.ძირულას ხეობას,ნაგებია სუფთადთლილი კვადრებით წყობის ჰორიზონტალურობის პირობითი დაცვით. ტაძარს ერთი კარი აქვს.სარკმლები მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზეა, ინტერიერი ერთიანია,იატაკი ბუნებრივი კლდეა,რომლის დასავლეთ ნაწილი თლილი ფილებითაა შევსებული.გარედან კედლებს საკმაოდ მსხვილი ლილვ-წრეთარგიანი ლავგარდანი ამძიმებს და იმერული კრამიტითაა გადახურული.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • აქაური says:

    სასიამოვნოა,რომ წმ.კოზმა და დამიანეს სალოცავს დაცულ ძეგლთა სტთუსი მიენიჭა.
    გაასწორეთ, კოზმანის სალოცავი სოფელ ღორეშაში არ მდებარეობს,
    სალოცავი მდებარეობს სოფელ ამაშუკეთის მთაზე,რომელიც ესაზღვრება სოფელ ბორითს და დასცქერის ახლომდებარე სოფლებს: ამაშუკეთი, ბორითი, ვაშლევი, საქასრია.
    ღორეშა არაფერ შუაშია.
    პატივისცემით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი