მთავარი » ქრისტიანობა

კორკოტი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.05.2018 | 6,990 ნახვა

კორკოტი ანუ წანდილი კორკოტი – საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

მიცვალებულთა დაკრძალვისა და მოხსენიების დროს შესაწირი. კორკოტი მოხარშული ხორბალია თაფლით შეკაზმული. სიმბოლურად ხორბალი აღნიშნავს, რომ მიცვალებული ჭეშმარიტად აღდგება, ხოლო თაფლი – ნეტარი ცხოვრების სიტკბოებას, რომელიც მოელის მართლებს აღდგომის შემდეგ.

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში კი შემდეგ განმარტებას ვხვდებით:

ხორბლისაგან დამზადებული ფაფის საკვები. მზადდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი, საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კორკოტი ბუნების აღორძინებისა და მთელი წლით სიკეთის დაბევების პრაქტიკული იდეით იყო გამსჭვალული.

გთავაზობთ კორკოტის ანუ წანდილის მომზადების რეცეპტს:

მასალა:

2 კგ ხორბლის ბურღული
120 გრ ერბო
150 გრ შაქარი ან თაფლი
1 ჩ.ჭ ნიგოზი

მომზადების წესი:

ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნელთბილ წყალში, წყალი გადავწუროთ, ბურღული მოვათავსოთ მშრალ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ. მოხალული მარცვლები ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 2-2.5 საათი ისე, რომ ბურღული მთლიანად ჩაიშალოს. როცა კარგად გაფუვდება, ჩავამატოთ ერბო, მოვათავსოთ ლანგარზე, შევურიოთ შაქრის ფხვნილი ან თაფლი და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი