მთავარიჯანმრთელობაკომშის უცნობი სამკურნალო თვისებები

კომშის უცნობი სამკურნალო თვისებები

კომში არის ვარდყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი. კომშის შემადგენლობაში შედის A, C, B, P ვიტამინები, აზოტოვანი ნივითიერებები, ორგანული მჟავები, საქაროზა, ფრუტქოზა, კაროტინი, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი და კობალტი. კომში კომშს სამკურნალო დანიშნულებისათვის ძველი დროიდანვე იყენებდნენ. კომში შეიძლება გამოვიყენოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ფაღარათი და სისხლის დენა, არის შარმდენი. მისი გამოყენება შეიძლება გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

კომში ეფექტურია ბრონქიტების, გასრტოენტერიტების, მეტეორიზმის დროს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემარბილებელი საშუალება. კომშის გულების ნახარში კი, უებარი საშუალებაა ხველის დროს.

კომშის თესლების ნახარში იხმარება თვალის დაავადებების დროს, საფენების სახით. ანგინის დროს-გამოსავლებად. კომში შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც კოსმეტიკური საშუალება კანის დასარბილებლად. კომშისგან შეგვიძლია ნიღაბი მოვამზადოთ ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს მიანიჭებს.

საინტერესოა, რომ კომშის უმი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ერთი კილოგრამში 30 მილიგრამამდე რკინაა, სწორედ ამიტომაც კომშის გამოყენება ეფექტურია ანემიის დროს.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები