მთავარი » ჯანმრთელობა

კიტრის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2016 | 7,358 ნახვა

კიტრის ძირითად შემადგენლობაში შედის წყალი (95%), ხოლო დანარჩენი ხუთი პროცენტი ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარია. კიტრი კიტრის ნაყოფი ასევე მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმის, რკინის, ალუმინის, სილიციუმის, იოდისა და გოგირდის მარილები.

კიტრი გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. კიტრის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პექტინები, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, არეგულირებს ქოლესტერინის შემცვლელობას სისხლში.

კიტრი აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი ცვლისპროდუქტების გამოყოფას. კიტრი, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი გამოიყენება დიეტურ კვებაში, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში. კიტრი შეიცავს თუთიას, რაც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კიტრი, როგორც შარდმდენი, საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის. კიტრი გამოიყენება კუჭში შეკრულობის საწინააღმდეგოდ. კიტრის შემადგენლობაში შემავალი იოდი კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის, იოდის შესავსებად. კიტრი ასევე სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის.
კიტრი სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია მივიღოთ დღეში 2 კილოგრამი ცოტაოდენ მარილთან ერთად, შეგვიძლია 5 ჯერზე გადავანაწილოთ.

კიტრი არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ კოსმეტიკაშიც ოდითგანვე აქტიურად გამოიყენებოდა. კიტრის წვენი იხმარება, როგორც კანის მათეთრებელი, გამახალისებელი და მატონიზირებელი საშუალება. კიტრი გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ამისათვის კიტრის თხელი ანათლები 10-12 წუთის განმავლობაში უნდა გავიჩეროთ პრობლემურ ადგილას.

კიტრის ახალგამოწურული წვენი ეფექტურია ცხიმიანი, ფოროვანი და მოყვითალო ფერის კანის მქონე ადამიანთათვის, რადგან იგი ათეთრებს და არბილებს კანს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი