მთავარი » ჯანმრთელობა

კერატოკონუსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.05.2012 | 10,450 ნახვა

თვალი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. მისი წყალობით სრულყოფილად აღვიქვამთ და შევიგრძნობთ გარე სამყაროს, მის მრავალფეროვნებასა და მშვენიერებას. კერატოკონუსი თუმცა არსებობს ბევრი ისეთი დაავადება, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს მხედველობას. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია “კერატოკონუსი”. ამის შესახებ “ამბიონს” ექიმი-ოფთალმოლოგი თინათინ სალაძე ესაუბრება:

“კერატოკონუსი არის რქოვანას არაანთებადი დეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც რქოვანას სფერული ფორმა იცვლება კონუსისებურით, რაც იწვევს ასტიგმატიზმსა და მხედველობის დაქვეითებას, ხოლო შორს წასულ შემთხვევაში იმღვრევა.

როგორც წესი, ეს დაავადება ვითარდება ორმხრივ (ბილატერალური), თუმცა ცვლილებები ვლინდება ჯერ – ერთ და შემდეგ მეორე თვალზე. კერატოკონუსი ორივე სქესის წარმომადგენლებში ერთნაირი სიხშირით გვხვდება”.

– რა ასაკის ადამიანები ავადდებიან კერატოკონუსით?

კერტოკონუსის პირველი სიმპტომები ჩნდება გარდატეხის ( 13-15 წლის) ასაკში და პროგრესირებს 35-40 წლამდე. წინასწარ პროცესის პროგრესირება საკმაოდ რთულია, თუმცა დაავადების პროგრესირების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და პირიქით, რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით მეტია ალბათობა, რომ დაავადების პროგრესირების შეჩერების მიზნით საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

– რა სიმპტომები ახასიათებს კერატოკონუსს?

დასაწყისში კერატოკონუსი ვლინდება, როგორც ახლომხედველობა და ასტიგმატიზმი (კარგად კორეგირებს მყარი კონტაქტური ლინზებით). ხშირ შემთხვევაში პაციენტი უჩივის გაორებას. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მხედველობის სიმახვილე ქვეითდება. შორს წასულ სტადიაში რქოვანა გარსი თხელია. მასზე ჩნდება შემღვრევები და ნაწიბურები. შესაძლებელია იგი გაიხვრიტოს კიდევაც.

მკურნალობა:

კერატოკონუსის მკურნალობისადმი მიდგომა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე; საწყის სტადიაზე, პროგრესირების შეჩერების მიზნით, შესაძლოა საკმარისი იყოს “ქროს-ლინქინგი” რიბოფლავინით. მოგვიანებით სტადიაზე საჭიროა რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც რქოვანა ძალიან გათხელებულია და/ან მასზე შემღვრევები ჩნდება, – რქოვანას გადანერგვა, ანუ კერატოპლასტიკა.

– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ქირურგიულ ჩარევას? გვესაუბრეთ რეაბილიტაციის პერიოდზე…

კერატოკონუსის ოპერაციის ყველა სახე კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო.
„ქროს-ლინქინგის“ პროცედურის შემდეგ რამოდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება იყოს ცრემლდენა, მნიშვნელოვანი დისკომფორტი (ტკივილამდეც კი), რაც იოლად კონტროლირებადია ტკივილგამაყუჩებლებით, მხედველობითი დატვითვა არ იზღუდება.

რქოვანას ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაციის პროცედურა გრძელდება 10-15 წუთი. პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი მოკლეა ,3-6 დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რქოვანას მდგომარეობის სტაბილიზაცია პირველივე თვეში აღინიშნება.

კერატოპლასტიკა, ანუ რქოვანის გადანერგვა შედარებით რთული ოპერაციაა. დონორის ქსოვილის გადანერგვას შეიძლება მოჰყვეს პაციენტის ორგანიზმის მხრიდან რეაქცია და ტრანსპლანტატის მოცილება. ეს რისკი ნებისმიერი ქსოვილის გადანერგვის შემთხვევაში არსებობს, რადგან რქოვანას არ გააჩნია სისხლძარღვები. აღნიშნული გართულების საშიშროება ბევრად ნაკლებია. თუ რქოვანას შეთვისება არ მოხდა, საჭიროა განმეორებითი ტრანსპლანტაცია.

ოფთალმოლოგი გვირჩევს:

ვინაიდან კერატოკონუსი არის მხედველობის ორგანოს ერთ-ერთი რთული პათოლოგია, რომელსაც მივყავართ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებამდე,ამიტომ რეკომენდებულია, ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ჩივილების შემთხვევაში, დროულად მივმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს, რადგან დროული დიაგნოსტიკა განსაზღვრავს სწორი მკურნალოს ტაქტიკის შერჩევასა და შორს წასული გართულებების თავიდან აცილებას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ლელა says:

    ერთი წლის წინ დამიდგინეს კერატოკონუსის პირველი სტადია ერთ თვალზე. ვხმარობდი მყარ ლინზას.მითხრეს, რომ დაავადება ნელა პროგრესირდება, თუმცა ახლა უკვე მეორე სტადია მაქვს. თვალს ვისრისავდი ხოლმე- შეიძლება ამას დაეჩქარებინა პროცესი?
    ექიმმა მირჩია ოპერაციის გაკეთება-სილიკონის ჩადგმა.მაინტერესებს, რამდენად შედეგიანი იქნება ოპერაცია და რომელ კლინიკას ჯობია რომ მივმართო?. კერატოკონუსი მეორე თვალზე აუცილებლად განვითარდება?

    მადლობა წინასწარ!

    • მაია says:

      გამარჯობათ. 8 წლის წინ დამიდგინეს კერატოკონუსი ერთ თვალზე. დამინიშნეს ლინზა. მაგრამ 2 წელი ვიხმარე, რადგან ვწუხდებოდი თუ ქარიან ამინდში მეკეთა, ან თუ ცოტა გატოკდებოდა თვალი მეცდემლებოდა და უფრო ღიზიანდებოდა. ახლა ვატყონ უფრო დამაკლდა მხედველობა, თან სამსახურში სულ კომპიუტერთან ვმუშაობ. სხვა რა ხერხი არსებობს რო მხედველობა გავიუმჯობესო?
      გმადლობთ ყურადგებისთვის.

  • roma says:

    სამწუხაროთ მეორე თვალზეც გარდაუალია ჩემი გამოცდილებით გეუბნებ. მე უკვე ერთ თვალზე მეოთხე სტადია მაქ ანუ ბოლო და მეორეზე მეორე სტადია ეხლა ვარ მხოლოდ ერთი პრობლემის წინაშე თუ სად ვიშოვო ამდენი ფული გადასანერგათ.

    • ნინო says:

      ხუთი წელია მაქვს ეს დიაგნოზი. თუ შეიძლება მოგვცეთ იმ ექიმის კოორდინატები, რომელსაც ესაუბრეთ. გმადლობთ.

    • ნათია says:

      გამარჯობათ, სამწუხაროდ მეც მასე ვარ მეორე თვალზეც მჭირდება კერატოპლასტიკა და ვძიობ სახსრებს ოპერციისთვის, ახალ მზერაში დავდივარ დვალთან

  • დათო says:

    გამარჯობა ნინო, ქალბატონი თინათინ სალაძე მუშაობს კლინიკა “კურაციოში” საბურთალოს ქ. 32 / კლინიკის ნომერია: 2 43-01-01

  • datka says:

    icit ra mainteresebs es dazgvevbi ro shemodis tu moxdeba dafinanseba am operaciis?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი