მთავარი » ქრისტიანობა

კათოლიკოს – პატრიარქი დავით დევდარიანი (1972-1977წწ.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.11.2011 | 4,188 ნახვა

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა დავითი, ერისკაცობაში ხარიტონ ჯიბრაელის ძე, დევდარიანი, 1903 წლის 24 მარტს, შორაპნის მაზრის სოფელ მირონწმინდაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ამავე სოფელში მიიღო. პატრიარქი დავით დევდარიანი 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) მირონწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როდესაც ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ და მათ სდევნიდნენ, ხარიტონიც დაპატიმრების შიშით საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. 1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სარგვეშის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს ხარაგაულის ოლქის მთავარი ხუცესი გახდა.

1929 წლიდან მსახურობდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნედ, 1932-1945 წლებში – თბილისის ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში, 1945-1947 წლებში – კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაში. შემდეგ უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად.

1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიები ჩააბარეს. ეპისკოპოსი დავითი დაუღალავად საქმიანობდა თავის ეპარქიაში. 1959-1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. კათოლიკოს-პატრიარქი დავითი (დევდარიანი) 1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი გახლდათ.

მიტროპოლიტი დავითი 1972 წლის 1 ივლისს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იგი 1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წყარო: სერგო ვარდოსანიძე – “ქართველი მღვდელმთავრები”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარი says:

    ბურუსითაა ჯერ კიდევ მოცული დავით V გარდაცვალება. თუ ვინმემ იცის ამის შესახებ რამე, იქნებ გამოაქვეყნოთ. ან გაიხსნება კი ეს საქმე? როგორც ვიცი არძრული იყო საქმე მისი გარდაცვალების შესახებ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი