მთავარი » სხვადასხვა

კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისადმი – კვირის დოკუმენტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2015 | 1,465 ნახვა

კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისადმი საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისათვის ყმა-მამულისა და საეკლესიო ნივთების შეწირულების შესახებ, 1589-1595 წლები (ეტრატი, გრაგნილი).

საბუთს ახლავს მხატვარ აკაკის მიერ შესრულებული მინიატურა, რომელზეც გამოსახულია ჩვილედი ღვთისმშობელი, ასევე დოროთეოზ კათალიკოსი. მინიატურას ახლავს შემდეგი მინაწერით: „მხატვრისა აკაკისთვის შენდობა ბძანე, მეუფეო“.

დოროთეოზ III აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, დაახლოებით, 1589-1595 წლებში. მან მეფე გიორგი IX-ისგან (1525-1527 წლებში) შეიძინა ,,დიდის ფასითა” სურამთან ახლოს მდებარე სოფელი იტრია და სოფელში არსებული ყოვლადწმინდის დანგრეული ეკლესიის ნაცვლად ააგო საძვალე ,,მონასტერი ესე კარგი, დიდი და პატიოსანი“. მისი კათალიკოსობა სვიმონ I-ის მეფობას ემთხვევა.

წარმოდგენილი საბუთის მიხედვით დოროთეოზს აღუდგენია შაჰ-თამაზის შემოსევების შედეგად დანგრეული იტრიის ტაძარი და უხვად შეუწირავს ყმა-მამული და საეკლესიო ნივთები.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი